შენი, როგორც ბიზნესის განვითარების მენეჯერის მთავარი ფუნქციები იქნება:
- ბიზნეს პროცესების ოპტიმიზაცია და ეფექტურობის გაზრდა;
- პროექტების დაგეგმვა, პრიორიტეტების განსაზღვრა და შესრულების მართვა;
- პროექტის მიზნების, ვადებისა და რესურსების განსაზღვრა;
- სხვადასხვა გუნდის (ტექნიკური, ოპერაციული, ბიზნესი) კოორდინაცია და კომუნიკაციის უზრუნველყოფა;
- რისკების იდენტიფიცირება და პრობლემების სწრაფი გადაწყვეტა;
- პროექტის პროგრესის მონიტორინგი და რეგულარული რეპორტინგი;
- პროექტთან დაკავშირებული საპრეზენტაციო მასალების მომზადება;
- ბიზნეს ამოცანით განსაზღვრული ცვლილებების/სიახლეების ტესტირებაში მონაწილეობა;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ბიზნეს ადმინისტრირების, ფინანსების, ეკონომიკის ან მარკეტინგის მიმართულებით (ბაკალავრი);
- პროექტების მართვის გამოცდილება;
- პროექტის მართვის ინსტრუმენტებთან მუშაობის გამოცდილება;
- MS Office ის საბაზისო დონეზე ცოდნა;
- პროექტის მართვის მეთოდოლოგიების საბაზისო ცოდნა;
- ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა.