პოზიციის შესახებ

ვეძებთ მარკეტინგის ხელმძღვანელს, ადამიანს, რომელსაც აქვს კრეატიული აზროვნება, ინოვაციებისადმი სწრაფვა და ბრენდის განვითარებისადმი ნამდვილი ინტერესი. ეს უნიკალური შესაძლებლობაა მათთვის, ვისაც სურს კარიერული ზრდა ლიდერულ პოზიციამდე და მზად არის მარკეტინგის სფეროში ცოდნისა და გამოცდილების გასაღრმავებლად.თუ გაქვთ საინტერესო იდეები, ძლიერი სამუშაო ეთიკა და განვითარების სურვილი, მოხარული ვიქნებით თქვენთან თანამშრომლობით.

ძირითადი მოვალეობები:

  • უძრავი ქონების პროექტების პოპულარიზაციისთვის ინოვაციური მარკეტინგული სტრატეგიების შემუშავება და განხორციელება, განსაკუთრებული აქცენტით კრეატიულობაზე, ბრენდინგსა და აუდიტორიის ჩართულობაზე.
  •  idea city-ის ბრენდის განვითარება ეფექტური კამპანიებისა და ძლიერი სთორითელინგის საშუალებით.
  • გაყიდვებისა და დიზაინის გუნდებთან მჭიდრო თანამშრომლობა ერთიანი მარკეტინგული სტრატეგიის შესაქმნელად.
  • კონტენტის შექმნაში მონაწილეობა ციფრული მედიისთვის, ბეჭდური მასალებისა და ღონისძიებებისთვის, ბრენდის ერთიანი და ხარისხიანი კომუნიკაციის უზრუნველსაყოფად.
  • ბაზრის ტენდენციების, მომხმარებელთა უკუკავშირისა და კონკურენტების აქტივობების ანალიზი მარკეტინგული სტრატეგიების მუდმივი გაუმჯობესებისთვის.
  • კრეატიული იდეების გენერირებისა და ბრენშტორმინგის პროცესების ხელშეწყობა.
  • მარკეტინგული კამპანიების განხორციელების ზედამხედველობა, ბიუჯეტისა და ბრენდის სტანდარტების დაცვით.
  • დეველოპმენტის, დიზაინისა და გაყიდვების გუნდებთან კოორდინაცია კამპანიების ეფექტიანი განხორციელებისთვის.
  • მარკეტინგისა და უძრავი ქონების სექტორში მიმდინარე ტენდენციების მუდმივი მონიტორინგი და ახალი იდეების ინიციირება.