ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  •  საერთაშორისო მომწოდებლებთან ურთიერთობა და ახალი პარტნიორობების განვითარება;
  • ბაზრის ანალიზისა და ტენდენციების გათვალისწინებით პროდუქტების ასორტიმენტის დაგეგმვა და განვითარება;
  • წლიური შესყიდვების, გაყიდვების გეგმებისა და მიზნობრივი პარამეტრების შედგენა;
  • მარაგების მინიმალური და მაქსიმალური ზღვრების განსაზღვრა, მონიტორინგი და დროული შესყიდვების ინიციირება;
  • ფასდადების სტანდარტების განსაზღვრა და მარჟიანობის მუდმივი კონტროლი;
  • გაყიდვების შედეგების ანალიზი, გეგმებთან შედარება და გადახრებზე რეაგირება;
  • მარკეტინგულ კამპანიებში მონაწილეობა საცალო და საბითუმო მიმართულებებისთვის;
  • მიმდინარე რეჟიმში გაყიდვების დინამიკისა და დაგეგმილი აქციების შესაბამისად შესყიდვების გეგმების კორექტირება;
  • ბრენდებთან კომუნიკაციისა და მსოფლიო ტექნიკის ბაზრის ტენდენციებზე თვალყურის დევნებით მაღალ მოთხოვნადი, დეფიციტური მარაგების დროული იდენტიფიკაცია და სარეზერვო შეკვეთების ინიციირება ხელმძღვანელობასთან;
  • ანგარიშგებების მომზადება და შედეგების წარდგენა ხელმძღვანელობისთვის.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება;
  • სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
  • სავალდებულოა კატეგორიის ან ბრენდ მენეჯერის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • ციფრული ტექნიკის ცოდნა ჩაითვლება უპირატესად;
  • ექსელის მაღალ დონეზე ცოდნა სავალდებულოა;
  • ინგლისური ენის (B2) ცოდნა.