ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • პროექტის გუნდის ხელმძღვანელობა და ზედამხედველობა;
  • მოლაპარაკებების წარმოება პროექტში ჩართულ მხარეებთან;
  • სამუშაოების შესრულების დროის დაგეგმვა და მართვა – გრაფიკის შედგენა და დაგეგმილი სამუშაოების განხორციელება, შესრულების ვადების კონტროლი;
  • სამუშაო ჯგუფების ორგანიზება საჭირო მიმართულებებით და მათ მიერ შესრულებულ დავალებებზე კონტროლი;
  • საინჟინრო დოკუმენტების მართვა, მონიტორინგი და ცვლილებების მართვა;
  • გეგმების, ნახაზების და მოცულობების გადამოწმება;
  • სამუშაოების საპროექტო დოკუმენტაციასთან შესაბამისობის და პროექტის ხარისხის უზრუნველყოფა;
  • პროექტის ფინანსური, ტექნიკური და ადამიანური რესურსების დაგეგმვა და კონტროლი;
  • პროექტის ბიუჯეტის შესრულების მკაცრი კონტროლი;
  • პროექტის სამუშაოთა მოცულობების შემოწმება, ხარჯების კონტროლი ბიუჯეტის მუხლების მიხედვით, ანგარიშგების წარმოება;
  • ობიექტზე უსაფრთხოების ნორმების მკაცრად დაცვის უზრუნველყოფა;
  • პროექტის რისკების კონტროლი;
  • ყოველდღიური და ყოველკვირეული ანგარიშგება კომპანიის ხელმძღვანელობასთან.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება (უპირატესობა მიენიჭება სამშენებლო მიმართულების მქონე კანდიდატებს);
  • ხუთწლიანი სამუშაო გამოცდილება სამოქალაქო მშენებლობის მიმართულებით (ობიექტების მშენებლობა/ექსპლუატაცია);
  • სამწლიანი სამუშაო გამოცდილება პროექტის მენეჯერის თანამდებობაზე;
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (განსაკუთრებული მოთხოვნა – Excel კარგი ცოდნა);
  • უპირატესობა მიენიჭება AutoCAD და Microsoft Project-ის მცოდნე კანდიდატებს;
  • მენეჯერისათვის დამახასიათებელი სრულყოფილი უნარები;
  • დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
  • არგუმენტირების და დასაბუთების უნარი;
  • მოწესრიგებული, დინამიური და დისციპლინირებული;
  • შემჭიდროვებულ ვადებში მუშაობის უნარი;
  • ძლიერი ანალიტიკური აზროვნება
  • გუნდური მუშაობის უნარი.