ვებ კონტენტ მენეჯერის როლი მოიაზრებს:

– საიტზე პროდუქტის მახასიათებლების, სურათების, დასახელებების, ანოტაციების დამუშავებასა და ატვირთვას
– პარტნიორი კომპანიებისგან მოწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, არსებული კონტენტის შემოწმებას, კონტროლს და განახლებას
– საიტზე ინფორმაციის (პროდუქტების, აღწერების, ფილტრების) სწორ განლაგებას
– მომხმარებელთა მხარდაჭერის გუნდის მიერ დაფიქსირებული ხარვეზების გასწორებას, აღმოფხვრას, ან შესაბამის დეპარტამენტში გადამისამართებას

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

– ტექნიკის სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
– Adobe Photoshop – თან მუშაობის გამოცდილება
– Microsoft Excel – თან მუშაობის გამოცდილება