ძირითადი მოვალეობები:
- კომპანიის მარკეტინგული სტრატეგიის დაგეგმვა, განვითარება და განხორციელება;
- ბრენდის პოზიციონირებაზე მუშაობა და ცნობადობის ზრდა;
- სოციალური მედიის (Facebook, Instagram, TikTok, LinkedIn და სხვა) სრული მართვა;
- ყოველთვიური კონტენტ-გეგმის შექმნა და მართვა;
- Meta Ads-ისა და Google Ads-ის კამპანიების დაგეგმვა, მართვა და ოპტიმიზაცია;
- სარეკლამო ბიუჯეტის ეფექტურად განაწილება და შედეგების ანალიზი;
- ვიდეოებისა და ფოტოგადაღებების დაგეგმვა, კონცეფციების, სცენარებისა და ტექსტების შექმნა;
- კონტრაქტორებთან ეფექტური კომუნიკაცია და პროცესების კოორდინაცია;
- ახალი პროექტების, სერვისებისა და ვაკანსიების მარკეტინგული კამპანიების დაგეგმვა და განხორციელება;
- ონლაინ და ოფლაინ აქტივობების ორგანიზება;
- ბაზრისა და კონკურენტების მუდმივი ანალიზი;
- ახალი მარკეტინგული არხებისა და შესაძლებლობების მოძიება;
- KPI-ების განსაზღვრა, შედეგების შეფასება და ხელმძღვანელობისთვის რეგულარული ანგარიშგება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- მარკეტინგის სფეროში მუშაობის მინიმუმ 3-წლიანი გამოცდილება;
- Meta Ads Manager-ის პრაქტიკული ცოდნა;
- Google Ads-ის მართვის გამოცდილება;
- ძლიერი კოპირაითინგისა და კონტენტის დაგეგმვის უნარი;
- ბრენდის განვითარების გამოცდილება;
- ანალიტიკური აზროვნება და მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღების უნარი;
- რამდენიმე პროექტის პარალელურად ეფექტურად მართვის გამოცდილება;
- დამოუკიდებლად მუშაობისა და მაღალი პასუხისმგებლობის უნარი.
ჩაითვლება უპირატესობად:
- Photoshop, Illustrator, Canva ან სხვა დიზაინ პროგრამების ცოდნა;
- ვიდეომონტაჟის გამოცდილება (CapCut, Premiere Pro, Final Cut Pro ან სხვა);
- ფოტოგრაფიისა და ვიდეოგადაღების გამოცდილება;
- ინგლისური ენის ცოდნა.
პიროვნული უნარები:
- ლიდერული თვისებები;
- ორგანიზებულობა;
- კრეატიული აზროვნება;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- მაღალი სამუშაო დისციპლინა;
- შედეგზე ორიენტირებული მიდგომა.