ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები
- ჯგუფური, კანონით გათვალისწინებული, საგადასახადო და მარეგულირებელი ანგარიშგების სიზუსტისა და დროულობის უზრუნველყოფა.
- საბუღალტრო მიმართულების ხელმძღვანელობა და მართვა, გუნდის წევრებისთვის მითითებებისა და მხარდაჭერის გაწევა.
- ყოველთვიური და წლიური დახურვის პროცესების წარმართვა და ანგარიშგების ვადების დაცვის უზრუნველყოფა.
- ყოველთვიური მენეჯერული ანგარიშების, ფულადი ნაკადების ყოველკვირეული პროგნოზებისა და სხვა ღირებული ფინანსური ანალიზების მომზადება და განხილვა.
- ფინანსური ჩანაწერების ზუსტი წარმოება IFRS-ის (ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტები), ჯგუფის საბუღალტრო პოლიტიკისა და ადგილობრივი მარეგულირებელი მოთხოვნების შესაბამისად.
- შემოსავლების აღიარების პროცესების ზედამხედველობა და შესაბამისი საბუღალტრო სტანდარტების დაცვის უზრუნველყოფა.
- საგადასახადო კანონმდებლობასთან სრული შესაბამისობის უზრუნველყოფა; საგადასახადო დეკლარაციებისა და კანონით გათვალისწინებული ანგარიშგებების დროულად წარდგენა.
გარე აუდიტის პროცესების კოორდინაცია და აუდიტორებთან ურთიერთობის მთავარ საკონტაქტო პირად ყოფნა. - საბუღალტრო პროცესების, კონტროლის მექანიზმებისა და ოპერაციული ეფექტიანობის მუდმივი გაუმჯობესება.
- მჭიდრო თანამშრომლობა შიდა დაინტერესებულ მხარეებთან (მათ შორის: მომხმარებელთა მომსახურების, ვალების ამოღების, IT და სათაო ოფისის გუნდებთან), ასევე გარე აუდიტორებთან და ბიზნეს პარტნიორებთან.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- უმაღლესი განათლება ფინანსების, ბუღალტერიის ან ეკონომიკის მიმართულებით.
- ბუღალტერიის სფეროში მუშაობის მინიმუმ 5-წლიანი გამოცდილება, მათ შორის 2–3 წელი მთავარი ბუღალტრის ან მსგავს მენეჯერულ პოზიციაზე.
- საქართველოს საგადასახადო და საბუღალტრო კანონმდებლობის, ასევე IFRS-ის (მათ შორის IFRS 9 და IFRS 16) საფუძვლიანი ცოდნა.
- SAP-თან (ან მსგავს ERP სისტემასთან) მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება და MS Excel-ის მაღალ დონეზე ფლობა.
- საერთაშორისო ჯგუფისთვის ან მშობელი კომპანიისთვის ანგარიშგების მომზადებისა და „დიდი ოთხეულის“ (Big Four) აუდიტორულ კომპანიებთან მუშაობის გამოცდილება.