ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები

  • კომპანიის საბუღალტრო საქმიანობისა და პროცესების სრული მართვა და კონტროლი;
  • საბუღალტრო ოპერაციების სიზუსტისა და დროული აღრიცხვის უზრუნველყოფა;
  • საგადასახადო დეკლარაციების მომზადებისა და წარდგენის, ასევე საგადასახადო ვალდებულებების შესრულების ზედამხედველობა;
  • საგადასახადო და საბუღალტრო კანონმდებლობის ცვლილებების მონიტორინგი და მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა;
  • ყოველთვიური, კვარტალური და წლიური ფინანსური ანგარიშგებების მომზადება და ანალიზი;
  • საბანკო ოპერაციების, გადახდებისა და ფინანსური ტრანზაქციების კონტროლი;
  • საბუღალტრო გუნდის მართვა, სამუშაოს განაწილება და შედეგების კონტროლი;
  • საბუღალტრო პროცესების ეფექტიანობის გაუმჯობესება და შესაბამისი კონტროლის მექანიზმების დანერგვა;
  • შიდა და გარე აუდიტის პროცესების კოორდინაცია და აუდიტის რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგი;
  • მენეჯმენტისთვის ზუსტი და დროული ფინანსური ინფორმაციის მომზადება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

  • უმაღლესი განათლება ფინანსების, ბუღალტერიის, ეკონომიკის ან შესაბამის სფეროში;
  • 3–5 წლიანი შესაბამისი სამუშაო გამოცდილება;
  • მთავარი ბუღალტრის ან მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • ბუღალტრული და საგადასახადო კანონმდებლობის კარგი ცოდნა;
  • ფინანსური ანგარიშგებისა და ბუღალტრული აღრიცხვის პრინციპების ცოდნა;
  • საბუღალტრო პროგრამებისა და MS პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა;
  • განვითარებული ანალიტიკური და პრობლემების გადაჭრის უნარები;
  • აუდიტთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.