ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები
- ბუღალტრული აღრიცხვის პროცესის საქართველოს საგადასახადო კოდექსისა და ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად წარმართვა;
- ბუღალტრული ოპერაციების განხორციელების უზრუნველყოფა და კონტროლი, ყოველდღიური ბუღალტრული ოპერაციების დროული და ზუსტი აღრიცხვის მონიტორინგი;
- საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ყოველთვიური და ყოველწლიური საგადასახადო დეკლარაციების მომზადება და სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ ვალდებულებების შესრულება;
- საქართველოს კანონმდებლობისა და ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, კომპანიის დროული, სრული და ზუსტი ფინანსური აღრიცხვის უზრუნველსაყოფა;
- საპენსიო სააგენტოს ვალდებულების დარიცხვა; საპენსიო გადარიცხვების დეკლარირება და სქემიდან ამორთული თანამშრომლების იდენტიფიცირება;
- სტატისტიკური ფორმების შევსება;
- შემოსავლების სამსახურის ონლაინ პორტალზე მუშაობის უზრუნველყოფა;
- შიდა და გარე აუდიტორებთან თანამშრომლობა და საჭირო ინფორმაციის მიწოდება;
- საბუღალტრო და საბილინგო პროგრამებში წარმოებული ყოველდღიური ოპერაციების მონიტორინგი;
- დებიტორების და კრედიტორების კონტროლი;
- დაქვემდებარებული თანამშრომლების მიერ სამუშაოს შესრულების ხარისხისა და ვადების კონტროლი;
- კომპანიების სხვადასხვა სამსახურებიდან აუცილებელი პირველადი საბუღალტრო დოკუმენტების და ინფორმაციის სრულად და დროულად მოწოდების კონტროლი;
- საგადასახადო და სხვა ვალდებულებების სრულად და დროულად შესრულების კონტროლი კომპანიის მენეჯმენტის მხარდაჭერით;
- საბუღალტრო სისტემაში ინფორმაციის აღრიცხვის სიზუსტის და პირველად დოკუმენტაციასთან შესაბამისობის კონტროლი;
- საგადასახადო ხარჯების ოპტიმიზაციის მუდმივი ანალიზი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- ბაკალავრის ხარისხი ეკონომიკის, ფინანსების, აუდიტის ან/და ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით;
- ფინანსურ ან სამეწარმეო სექტორში მუშაობის არანაკლებ 5-წლიანი გამოცდილება;
- გუნდის მართვის გამოცდილება;
- აუცილებელია ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების უმაღლეს დონეზე ცოდნა; საქართველოს საგადასახადო კოდექსის სრულყოფილი და ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო
- სტანდარტების ცოდნა;
- სასურველია ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
- აუცილებელია საოფისე/კომპიუტერული პროგრამების მაღალ დონეზე ფლობა;
- ძლიერი ანალიტიკური, სტატისტიკური და ლოგიკური აზროვნება;
- მონაცემთა ანალიზისა და დამუშავების უნარი;
- პროექტების დაგეგმვის, მართვისა და აღსრულების უნარი;
- სამუშაო დროის სწორად დაგეგმვის, ამოცანების ეფექტიანი დელეგირებისა და შესრულებული სამუშაოს მონიტორინგის უნარი.