ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • კომპანიის ფინანსური ანგარიშგების მომზადება, მათ შორის მოგება-ზარალის, ბალანსისა და ფულადი ნაკადების ანგარიშგებების შედგენა და ანალიზი;
  • ბიუჯეტის დაგეგმვასა და შედგენაში მონაწილეობა, ფაქტობრივი შედეგების ბიუჯეტთან შედარება და გადახრების მიზეზების გამოვლენა;
  • ყოველთვიური, კვარტალური და წლიური ფინანსური ანგარიშებისა და მენეჯმენტისთვის საჭირო ანალიტიკური ინფორმაციის მომზადება;
  • შემოსავლების, ხარჯების, მოგებიანობისა და ფულადი ნაკადების მონიტორინგი და ანალიზი;
  • დებიტორული და კრედიტორული დავალიანებების, საბანკო ოპერაციებისა და ანგარიშსწორებების კონტროლი;
  • 1C პროგრამაში ფინანსური მონაცემების დამუშავება და შესაბამისი ანგარიშების ფორმირება;
  • ფინანსური პროცესებისა და ანგარიშგების სისტემების ოპტიმიზაციაში მონაწილეობა;
  • უშუალო ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება ფინანსების, ეკონომიკის, ბუღალტერიის ან ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით;
  • ფინანსურ სფეროში, მსგავს პოზიციაზე მუშაობის 3-5-წლიანი გამოცდილება;
  • 1C პროგრამის მაღალ დონეზე ცოდნა – ფინანსური და ბუღალტრული მონაცემების დამუშავების, ანგარიშების ფორმირების, ინფორმაციის გადამოწმებისა და ანალიზის პრაქტიკული გამოცდილება;
  • Microsoft Office-ის პროგრამების, განსაკუთრებით MS Excel-ის, მაღალ დონეზე ცოდნა;
  • ინგლისური და რუსული ენების ცოდნა, როგორც წერილობითი, ისე ზეპირი კომუნიკაციისთვის;
  • ACCA-ის პირველი დონის ცოდნა ან შესაბამისი სასწავლო კურსის გავლა ჩაითვლება უპირატესობად.