ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები
- კომპანიის ფინანსური სტრატეგიისა და წლიური ბიუჯეტის დაგეგმვა;
- ფინანსური დაგეგმვის, პროგნოზირებისა და ფულადი ნაკადების მართვა;
- კომპანიის შემოსავლებისა და ხარჯების ანალიზი;
- ფინანსური ანგარიშების მომზადება და ფინანსური ანალიზის მენეჯმენტისთვის წარდგენა;
- ბიზნესის მომგებიანობისა და ფინანსური ეფექტურობის შეფასება;
- ფინანსური KPI-ების შემუშავება და მონიტორინგი;
- ხარჯების ოპტიმიზაციისა და შემოსავლების ზრდის შესაძლებლობების იდენტიფიცირება;
- ფინანსური რისკების შეფასება და მართვა;
- აღრიცხვისა და ფინანსური პროცესების ზედამხედველობა;
- საგადასახადო და აუდიტის პროცესების ზედამხედველობა;
- ბანკებთან და ფინანსურ ინსტიტუტებთან ურთიერთობების მართვა;
- ფინანსური მოდელირებისა და საინვესტიციო გადაწყვეტილებების მიღებაში მონაწილეობა;
- ფინანსური ანალიზის მომზადება მენეჯმენტის ბიზნეს გადაწყვეტილებების მხარდასაჭერად;
- ფინანსური გუნდის მართვა და განვითარება;
- ფინანსური სისტემებისა და კონტროლის მექანიზმების გაუმჯობესება კომპანიის მასშტაბირების მხარდასაჭერად.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- უმაღლესი განათლება ფინანსების, ეკონომიკის, ბიზნესის ადმინისტრირების ან მასთან დაკავშირებული სფეროს მიმართულებით;
- ფინანსური მენეჯმენტის მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება, სასურველია მენეჯერულ პოზიციაზე;
- ფინანსური დაგეგმვისა და ანალიზის ღრმა ცოდნა;
- გამოცდილება ბიუჯეტირების, ფულადი ნაკადების მართვისა და ფინანსური მოდელირების სფეროში;
- ფინანსური ანგარიშგების მყარი ცოდნა;
- Excel-ის მოწინავე უნარები;
- ანალიტიკური და სტრატეგიული აზროვნება;
- პასუხისმგებლობის ძლიერი გრძნობა და დეტალებისადმი ყურადღება;
- გუნდური მუშაობისა და გუნდის მართვის უნარები;
- გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღების უნარი;
- ინგლისური და/ან რუსული ენების ცოდნა.