ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • ღონისძიების დაგეგმვასა და განხორციელებაში სრული ციკლით ჩართულობა;
  • პოტენციურ პარტნიორებთან და დამკვეთებთან მოლაპარაკებების წარმოება;
  • დამკვეთის მოთხოვნების დეტალური ანალიზი და შესაბამისი შეთავაზების მომზადება;
  • ღონისძიების კონცეფციის, იდეის, სტილისტიკისა და კრეატიული მიმართულების შემუშავება და პრეზენტაცია;
  • საჭიროების შემთხვევაში დიზაინერისა და სხვა კრეატიული რესურსების ჩართულობის განსაზღვრა;
  • ბიუჯეტის შედგენა, ოპტიმიზაცია და კონტროლი;
  • მომწოდებლებთან ურთიერთობა, ფასებზე მოლაპარაკება და ხელშეკრულებების კოორდინაცია;
  • საღონისძიებო სივრცისა და ღონისძიებაში ჩართული მხარეების წინასწარი მონახულება/შერჩევა;
  • ღონისძიებამდე და ღონისძიების მიმდინარეობისას პროცესების სრული მონიტორინგი და კოორდინაცია;
  • რისკების წინასწარი შეფასება და პრობლემების ოპერატიული გადაწყვეტა;
  • ბაზრის კვლევა, ტრენდებისა და სიახლეების მუდმივი მონიტორინგი;
  • ახალი მომწოდებლების, სერვისებისა და საღონისძიებო სივრცეების მოძიება და ბაზის განახლება;
  • არსებული და პოტენციური პარტნიორებისთვის კომპანიის სერვისებისა და პაკეტების პრეზენტაცია;
  • საქმიანობასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული დოკუმენტაციის მართვა და რეპორტინგი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • ღონისძიებების დაგეგმვისა და მართვის მიმართულებით მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
  • მომწოდებლებთან მოლაპარაკებისა და პარტნიორული ურთიერთობის გამოცდილება;
  • დამკვეთისთვის კომერციული შეთავაზებების, ბიუჯეტებისა და პრეზენტაციების მომზადების გამოცდილება;
  • პროექტის მართვის ძირითადი პრინციპების ცოდნა;
  • საოფისე პროგრამების (Word, Excel, PowerPoint, Canva) კარგი ცოდნა;
  • ინგლისური ენის ცოდნა მაღალ დონეზე (სხვა უცხო ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად);
  • სასურველია B კატეგორიის მართვის მოწმობა და საკუთარი ავტომობილი.