ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

– პროდუქციის გადაზიდვის სრული ციკლის ორგანიზება. გადამზიდავებთან საუკეთესო სატარიფო პირობებზე მოლაპარაკებების წარმოება. ტრანსპორტირების ვადების კონტროლი და ლოჯისტიკური გრაფიკის სინქრონიზაცია საწყობში არსებულ მარაგებთან.
– პოტენციური პარტნიორების მოძიება, შეფასება და მათთან კომერციული ხელშეკრულებების გაფორმება. კომპანიის საჭიროებებსა და ბიუჯეტზე მორგებული შესყიდვების გეგმის შემუშავება და საუკეთესო ალტერნატივების შერჩევა.
– საწყობში მიმდინარე ყოველდღიური ოპერაციების (ტვირთის მიღება, განთავსება, აღრიცხვა, გაცემა) ზედამხედველობა. მარაგების ზუსტი კონტროლი და პროდუქციის შენახვის პირობების დაცვა.
– ყოველდღიურ ოპერაციებში ხარისხის სტანდარტების მკაცრი დაცვის უზრუნველყოფა. რეგულაციებთან სრული შესაბამისობის მონიტორინგი.
– იმპორტისა და ექსპორტის ოპერაციების შეუფერხებელი წარმართვა, საბაჟო სტრუქტურებთან აქტიური კომუნიკაცია და თანმდევი დოკუმენტაციის სრულყოფილად მართვა.
– საოპერაციო ბიუჯეტის მართვა და ფულადი ნაკადების რეპორტინგი. არსებული მართვის სისტემების შეფასება, ხარვეზების აღმოფხვრა და დანახარჯების შემცირებაზე ორიენტირებული ცვლილებების დანერგვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

– შესყიდვების, ლოჯისტიკისა და მომწოდებლებთან ურთიერთობის მართვის მყარი სამუშაო გამოცდილება
– საერთაშორისო შესყიდვებისა და საბაჟო/საიმპორტო პროცედურების სიღრმისეული ცოდნა.
– ინგლისური და რუსული ენების ფლობა.