ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- სოციალური მედია პლატფორმების (Facebook, Instagram, TikTok და სხვ.) სტრატეგიის შექმნა და მისი განხორციელება;
- ყოველკვირეული და თვიური კონტენტის კალენდრის შედგენა, შექმნა და მისი მართვა;
- ქსელში არსებული მოთხოვნიდან გამომდინარე შესაბამისი პროდუქციის პოპულარიზაცია;
- მარკეტინგული კამპანიების ბიუჯეტირების, დაგეგმვისა და შესრულების კონტროლი (Facebook Ads Manager და სხვა ხელსაწყოებით);
- კამპანიების შესრულების მონიტორინგი და რეპორტინგი;
- შედეგების ანალიზი და შესაბამისი რეპორტების მომზადება. ძირითადი მეტრიკების მონიტორინგი და ანგარიშგება (Reach, Engagement, CTR, Followers, CPM, etc.);
- სოციალური მედიის ტენდენციების მუდმივი მონიტორინგი და ინოვაციური მიდგომების დანერგვა, როგორც ლოკალურად ასევე საერთაშორისო ბაზრისთვის;
- კოორდინაციის გაწევა ინფლუენსერებთან, შეხვედრების ორგანიზება და კონტენტის მიღება/დაფიქსირება;
- უშუალო ხელმძღვანელის მიერ სამუშაო პროცესში წარმოშობილი სხვა დავალებების შესრულება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- სოციალური მედიის მენეჯერის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
- სარეკლამო კამპანიებთან მუშაობის გამოცდილება (Meta Ads, Google Ads ჩათვლით სასურველია);
- ქართულად და ინგლისურად გამართულად წერის უნარი;
- ფოტოსა და ვიდეოს კონტენტის შექმნის პროცესის ცოდნა (Canva, CapCut ან მსგავს პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად);
- ანალიტიკური უნარების ფლობა და მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღების უნარი;
- კარგი კომუნიკაციისა და თვითორგანიზების უნარი;
- აუცილებელია ინგლისური ენის ცოდნა;
პიროვნული თვისებები და უნარები:
- კომუნიკაბელურობა;
- ორგანიზებულობა;
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
- პუნქტუალურობა;
- გუნდური მუშაობა;
- დეტალებზე ორიენტირებულობა.