როგორ იცვლება სამუშაო სტრუქტურა თანამედროვე კომპანიებში
ბოლო წლებში სამუშაო გარემო მნიშვნელოვნად შეიცვალა და ორგანიზაციებში ღრმა ტრანსფორმაცია მიმდინარეობს — იცვლება მუშაობის სტრუქტურა, მიდგომები და ადამიანებსა და ტექნოლოგიას შორის ურთიერთობის ფორმა.
Deloitte-ის, Gartner-ისა და Mercer-ის კვლევები აჩვენებს, რომ თანამედროვე ორგანიზაციები სულ უფრო მეტად გადადიან ისეთ სამუშაო მოდელზე, სადაც მეტი ყურადღება ეთმობა თანამშრომლების უნარებს, მოქნილ სამუშაო სტრუქტურას და ორგანიზაციის შიგნით არსებული რესურსების ეფექტურ მართვას.
თანამედროვე HR პრაქტიკაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა უნარებზე დაფუძნებული ორგანიზაციული მოდელია, რომლის მიხედვითაც კომპანიები სამუშაოს აღარ აწყობენ მხოლოდ პოზიციების გარშემო. მთავარი აქცენტი კეთდება თანამშრომლების რეალურ უნარებსა და შესაძლებლობებზე.
ტრადიციულ ორგანიზაციებში სამუშაო სტრუქტურა მკაფიო პოზიციებსა და იერარქიულ სისტემას ეფუძნება. თუმცა დროთა განმავლობაში სამუშაოები უფრო ხშირად იშლება კონკრეტულ ამოცანებად და პროექტებად, რომლებიც საჭირო უნარების მიხედვით ნაწილდება. ეს სამუშაო პროცესების უფრო მოქნილ ორგანიზებას უწყობს ხელს.
ეს მიდგომა კომპანიებს საშუალებას აძლევს:
– სწრაფად გადაანაწილონ ტალანტი სხვადასხვა პროექტზე;
– უკეთ დაინახონ ორგანიზაციაში არსებული უნარები და შესაძლებლობები;
– უფრო მოქნილად უპასუხონ ბაზრის ცვლილებებს.
უნარებზე დაფუძნებული მოდელი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ხდება იმ გარემოში, სადაც ტექნოლოგიური ცვლილებები მუდმივად ქმნის ახალ მოთხოვნებს უნარებზე.
Skills-based მიდგომის ერთ-ერთი პრაქტიკული ინსტრუმენტია Talent Marketplace — ციფრული პლატფორმა, რომელიც თანამშრომლებს აკავშირებს ორგანიზაციის შიდა შესაძლებლობებთან.
ასეთი სისტემები თანამშრომლების უნარების, გამოცდილებისა და ინტერესების მიხედვით სთავაზობს მათ სხვადასხვა შესაძლებლობას ორგანიზაციაში. ეს შეიძლება იყოს:
– შიდა ვაკანსიები;
– დროებითი პროექტები;
– განვითარების და სწავლების პროგრამები;
– მენტორობის შესაძლებლობები.
Talent Marketplace-ის მთავარი მიზანია ორგანიზაციაში არსებული ტალანტის პოტენციალის უკეთ გამოვლენა და განვითარება. ამ პროცესში ბევრი კომპანია აღმოაჩენს, რომ საჭირო უნარები უკვე არსებობს ორგანიზაციაში, თუმცა ისინი სხვადასხვა გუნდშია გადანაწილებული და ხშირად სრულად არ ჩანს ორგანიზაციულ დონეზე.
სამუშაო გარემოს ტრანსფორმაციის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია ხელოვნური ინტელექტის სწრაფი განვითარება. თუმცა მთავარი საკითხი მხოლოდ ტექნოლოგიის დანერგვა არ არის — ორგანიზაციები ცდილობენ განსაზღვრონ, როგორ უნდა გადანაწილდეს სამუშაო ადამიანებსა და AI სისტემებს შორის.
ამის შედეგად ბევრი კომპანია იწყებს სამუშაო პროცესების ხელახალ დიზაინს. ტრადიციული პოზიციები იშლება კონკრეტულ ამოცანებად და განისაზღვრება, რომელი ნაწილი შეიძლება ავტომატიზირდეს და რომელი საჭიროებს ადამიანის ჩართულობას.
ამ პროცესში HR სულ უფრო მეტად ერთვება სამუშაოს ორგანიზებაში. მისი როლი აღარ შემოიფარგლება მხოლოდ თანამშრომლების შერჩევით ან ადმინისტრაციული პროცესების მართვით. HR აქტიურად მონაწილეობს იმაში, თუ როგორ უნდა ჩამოყალიბდეს სამუშაო პროცესები ადამიანური უნარებისა და ტექნოლოგიური შესაძლებლობების კომბინაციით.
Skills-based მოდელი და Talent Marketplace პლატფორმები ორგანიზაციებს საშუალებას აძლევს უკეთ დაინახონ თანამშრომლების უნარები და ჩართონ ისინი სხვადასხვა პროექტში. შედეგად, სამუშაო ნაკლებად უკავშირდება კონკრეტულ პოზიციებს და უფრო მეტად ეფუძნება საჭირო უნარებსა და შესაძლებლობებს.
ასეთი მიდგომა ქმნის უფრო დინამიკურ სამუშაო გარემოს, სადაც თანამშრომლები მონაწილეობენ სხვადასხვა პროექტში, იძენენ მრავალფეროვან გამოცდილებას და ვითარდებიან სხვადასხვა მიმართულებით. ამ პირობებში ორგანიზაციებისთვის ერთ-ერთ მთავარ ამოცანად იქცევა ისეთი სამუშაო გარემოს შექმნა, სადაც თანამშრომლების უნარები სრულად იქნება გამოვლენილი, ხოლო სამუშაო პროცესები ადაპტირდება ტექნოლოგიურ და ეკონომიკურ ცვლილებებთან.
ორგანიზაციული ტრანსფორმაცია და სამუშაოს ხელახალი დიზაინი მხოლოდ დასაწყისია. თუმცა, სრული ეფექტურობისთვის სხვა მართვის მოდელების ცოდნაც აუცილებელია. გაეცანი SMART Support-ის ბლოგებს ფრაქციულ ლიდერობაზე, სადაც განვიხილავთ, როგორ ეხმარება მოქნილი მენეჯმენტი კომპანიებს ცვლილებებთან ადაპტაციაში.“