კურსის შესახებ
IT & Tech რეკრუტინგის კურსის მიზანია სტუდენტებმა მიიღონ თეორიული ცოდნა IT & Tech პროფესიონალების მოძიებისა და შერჩევის ტექნიკების შესახებ, ასევე, დააგროვონ პრაქტიკული გამოცდილება რეალური პროცესის წარმართვის გზით.
ეს კურსი შექმნილია იმისთვის, რომ დაეხმაროს რეკრუტერებს დინამიური IT & Tech ინდუსტრიის კომპლექსურობის გაცნობასა და პროცესების ეფექტურად წარმართვაში. რაც მოიცავს არა მხოლოდ ტექნიკურ ცოდნას, არამედ კომუნიკაციის, მოლაპარაკებისა და ურთიერთობების მართვის უნარებსაც.
კურსის გავლის შედეგად, Tech Recruiting-ში მომუშავე პროფესიონალი შეძლებს შერჩევის სრული პროცესის მართვას და გამოცდილებას მიიღებს შემდეგ საკითხებში:
- ქართულ და საერთაშორისო ბაზრებზე არსებული ტენდენციები;
- IT და Tech მიმართულების სტრუქტურა და პოზიციები;
- სხვადასხვა Stack-ების საბაზისო დონეზე ცოდნა;
- რეკრუტინგის პროცესის სწორად დაგეგმვა და წარმართვა;
- შეფასების კრიტერიუმები შერჩევის პროცესში;
- IT და Tech ტალანტების მოძიების არხების შერჩევა;
- შერჩევის პროცესში ჩართული მხარეების მართვა.
სასწავლო კურსის მოთხოვნები
- სასწავლო კურსის წინაპირობას წარმოადგენს ინგლისური ენის ცოდნა ისეთ დონეზე, რომ მონაწილემ შეძლოს ინგლისურენოვანი მასალის წაკითხვა და გარჩევა.
- სასურველია კურსის მონაწილეს გააჩნდეს მინიმალური გამოცდილება რეკრუტინგის მიმართულებით.
ლექტორების შესახებ
სოფო კაჭარავა
- ბიზნეს საკონსულტაციო და მომსახურების კომპანია SMART Support-ის პარტნიორი, განვითარების მიმართულების ლიდი;
- 5 წლიანი სამუშაო გამოცდილებით HR-ში შერჩევის მიმართულებით.
- იცნობს IT & Tech Recruitment-ის პრინციპებს;
- მუშაობდა სხვადასხვა ინდუსტრიის წარმომადგენელ კომპანიებთან და იცნობს მათ სპეციფიკებს;
- გარდა ძირითადი საქმიანობისა, მუშაობდა პროცესების გაციფრულებასა და ოპტიმიზაციაზე;
- აქვს მართვისა და საზოგადოებრივ მეცნიერებათა სკოლის ბაკალავრის ხარისხი.
მარიამ ბოკუჩავა
- ტალანტების მოზიდვის უფროსი სპეციალისტი მულტინაციონალურ კომპანიებში მუშაობის 8 წელზე მეტხნიანი გამოცდილებით (საბანკო, სადაზღვევო, ტექნოლოგიური, საცალო ვაჭრობის, FMCC და სტარტაპების სფეროში).
- რეკრუტინგის სრული ციკლის მართვის პროცესში, შეიმუშავა და განახორციელა კონკრეტული პოზიციების მოთხოვნების დაკმაყოფილებასა და კვალიფიციური კანდიდატების მოზიდვაზე მორგებული სტრატეგიები.
- მარიამს დიდი გამოცდილება აქვს რეკრუტინგის პროექტების მართვასა და შედეგების მონიტორინგში, რაც კომპანიის წარმატებას უზრუნველყოფს.
- ერთდროულად წარმატებით წარმართავს რეკრუტინგისა და დამსაქმებლის ბრენდინგის პროექტებს და ჩართულია სხვადასხვა დეპარტამენტის მხარდაჭერაში.
- სამუშაო გამოცდილება მრავალფეროვანია და მოიცავს ისეთ კომპანიებს, როგორებიცაა: wefox Group, BCG (Boston Consulting Group) JobFluent (დასაქმების პლატფორმა), Glassdoor და სხვა.
რატი გველესიანი
- რატი გველესიანი არის სმარტ აკადემიის, ციფრული სააგენტო Smart Web-ის, Software Testers Academy-ისა და ნიკოლა ტესლას სკოლის დამფუძნებელი და დირექტორი;
- მისი სტარტაპი Ready Web სილიკონ ველის ვენჩურული ფონდის პარტნიორია;
- მან 2011 წელს დააფუძნა ციფრული სააგენტო Smart Web, რომელიც ოპერირებს როგორც ქართულ ასევე, საერთაშორისო ბაზარზე.
- Smart Web-ის კლიენტთა რიცხვს მიეკუთვნებიან ისეთი კომპანიები, როგორებიცაა Coca-Cola, UNDP, Europe Foundation, Toyota, Hyundai, Schwarzkopf, Yamaha, Kawasaki, Julius Meinl, Adjarabet, Crocobet, Elit Electronics, Aversi და სხვა;
- რატის IT პროექტების მართვის 12+ წლიანი გამოცდილება აქვს და ამ დროის განმავლობაში 300-ზე მეტ IT პროექტზე უმუშავია როგორც ვებ, ისე მობაილ აპლიკაციების მიმართულებით. ის ასევე არის Full-Stack დეველოპერი და SEO სპეციალისტი.
- ასწავლის FRONT-END DEVELOPMENT-ისა და პროგრამული უზრუნველყოფის ხარისხის ინჟინერიის კურსზე SEO პრინციპებს, ტესტირებასა და აუდიტს.
- 2020 წელს გახდა Forbes 30 Under 30-ის გამარჯვებული ტექნოლოგიების კატეგორიაში;