დაწყების თარიღი:

17 ოქტომბერი, 2024 წ.

კურსის ხანგრძლივობა:

2 თვე

პრაქტიკა

32 საათი

თეორია

17 ლექცია / 34 საათი

ღირებულება

1600

სერტიფიკატები:

გაიცემა კურსის 90+ ქულაზე დასრულების შემთხვევაში

  • I ნაკადი

    17 Oct, 2024

კურსის შესახებ

IT & Tech რეკრუტინგის კურსის მიზანია სტუდენტებმა მიიღონ თეორიული ცოდნა IT & Tech პროფესიონალების მოძიებისა და შერჩევის ტექნიკების შესახებ, ასევე, დააგროვონ პრაქტიკული გამოცდილება რეალური პროცესის წარმართვის გზით.

ეს კურსი შექმნილია იმისთვის, რომ დაეხმაროს რეკრუტერებს დინამიური  IT & Tech ინდუსტრიის კომპლექსურობის გაცნობასა და პროცესების ეფექტურად წარმართვაში. რაც მოიცავს არა მხოლოდ ტექნიკურ ცოდნას, არამედ კომუნიკაციის, მოლაპარაკებისა და ურთიერთობების მართვის უნარებსაც.

კურსის გავლის შედეგად, Tech Recruiting-ში მომუშავე პროფესიონალი შეძლებს შერჩევის სრული პროცესის მართვას და გამოცდილებას მიიღებს შემდეგ საკითხებში:

  • ქართულ და საერთაშორისო ბაზრებზე არსებული ტენდენციები;
  • IT და Tech მიმართულების სტრუქტურა და პოზიციები;
  • სხვადასხვა Stack-ების საბაზისო დონეზე ცოდნა;
  • რეკრუტინგის პროცესის სწორად დაგეგმვა და წარმართვა;
  • შეფასების კრიტერიუმები შერჩევის პროცესში;
  • IT და Tech ტალანტების მოძიების არხების შერჩევა;
  • შერჩევის პროცესში ჩართული მხარეების მართვა.

სასწავლო კურსის მოთხოვნები

  • სასწავლო კურსის წინაპირობას წარმოადგენს ინგლისური ენის ცოდნა ისეთ დონეზე, რომ მონაწილემ შეძლოს ინგლისურენოვანი მასალის წაკითხვა და გარჩევა.
  • სასურველია კურსის მონაწილეს გააჩნდეს მინიმალური გამოცდილება რეკრუტინგის მიმართულებით.

ლექტორების შესახებ

სოფო კაჭარავა

  • ბიზნეს საკონსულტაციო და მომსახურების კომპანია SMART Support-ის  პარტნიორი, განვითარების მიმართულების ლიდი;
  • 5 წლიანი სამუშაო გამოცდილებით HR-ში შერჩევის მიმართულებით.
  • იცნობს IT & Tech Recruitment-ის პრინციპებს;
  • მუშაობდა სხვადასხვა ინდუსტრიის წარმომადგენელ კომპანიებთან და იცნობს მათ სპეციფიკებს;
  • გარდა ძირითადი საქმიანობისა, მუშაობდა პროცესების გაციფრულებასა და ოპტიმიზაციაზე;
  • აქვს მართვისა და საზოგადოებრივ მეცნიერებათა სკოლის ბაკალავრის ხარისხი.

მარიამ ბოკუჩავა

  • ტალანტების მოზიდვის უფროსი სპეციალისტი მულტინაციონალურ კომპანიებში მუშაობის 8 წელზე მეტხნიანი გამოცდილებით (საბანკო, სადაზღვევო, ტექნოლოგიური, საცალო ვაჭრობის, FMCC და სტარტაპების სფეროში).
  • რეკრუტინგის სრული ციკლის მართვის პროცესში, შეიმუშავა და განახორციელა კონკრეტული პოზიციების მოთხოვნების დაკმაყოფილებასა და კვალიფიციური კანდიდატების მოზიდვაზე მორგებული სტრატეგიები.
  • მარიამს დიდი გამოცდილება აქვს რეკრუტინგის პროექტების მართვასა და შედეგების მონიტორინგში, რაც კომპანიის წარმატებას უზრუნველყოფს.
  • ერთდროულად წარმატებით წარმართავს რეკრუტინგისა და დამსაქმებლის ბრენდინგის პროექტებს და ჩართულია სხვადასხვა დეპარტამენტის მხარდაჭერაში.
  • სამუშაო გამოცდილება მრავალფეროვანია და მოიცავს ისეთ კომპანიებს, როგორებიცაა: wefox Group, BCG (Boston Consulting Group) JobFluent (დასაქმების პლატფორმა), Glassdoor და სხვა.

რატი გველესიანი

  • რატი გველესიანი არის  სმარტ აკადემიის, ციფრული სააგენტო Smart Web-ის, Software Testers Academy-ისა და ნიკოლა ტესლას სკოლის დამფუძნებელი და დირექტორი;
  • მისი სტარტაპი Ready Web სილიკონ ველის ვენჩურული ფონდის პარტნიორია;
  • მან 2011 წელს დააფუძნა ციფრული სააგენტო Smart Web, რომელიც ოპერირებს როგორც ქართულ ასევე, საერთაშორისო ბაზარზე.
  • Smart Web-ის კლიენტთა რიცხვს მიეკუთვნებიან ისეთი კომპანიები, როგორებიცაა Coca-Cola, UNDP, Europe Foundation, Toyota, Hyundai, Schwarzkopf, Yamaha, Kawasaki, Julius Meinl, Adjarabet, Crocobet, Elit Electronics, Aversi და სხვა;
  • რატის IT პროექტების მართვის 12+ წლიანი გამოცდილება აქვს და ამ დროის განმავლობაში 300-ზე მეტ IT პროექტზე უმუშავია როგორც ვებ, ისე მობაილ აპლიკაციების მიმართულებით. ის ასევე არის Full-Stack დეველოპერი და SEO სპეციალისტი.
  • ასწავლის FRONT-END DEVELOPMENT-ისა და პროგრამული უზრუნველყოფის ხარისხის ინჟინერიის კურსზე SEO პრინციპებს, ტესტირებასა და აუდიტს.
  • 2020 წელს გახდა Forbes 30 Under 30-ის გამარჯვებული ტექნოლოგიების კატეგორიაში;