კურსის შესახებ
მიზანი
კურსის მიზანია მიიღოთ პრაქტიკული გამოცდილება და ცოდნა, რომელიც დაგეხმარებათ დასაქმდეთ უმცროსი რეკრუტერის პოზიციაზე ნებისმიერ ორგანიზაციაში.
კურსი გთავაზობთ ინოვაციურ მიდგომას, რაც გულისხმობს თქვენს ჩართულობას რეალურ სამუშაო პროცესში პროფესიონალი მენტორების მხარდაჭერით. ეს მოდელი მოგცემთ შესაძლებლობას განავითაროთ რეკრუტერისთვის ყველა საჭირო უნარი და გამოიყენოთ ისინი პრაქტიკაში.
კურსის მსმენელებს ეცოდინებათ
- სამუშაოს ანალიზის პროცესი და ორგანიზაციული საჭიროებების იდენტიფიცირება;
- სამუშაოს შეფასება და სამუშაოს აღწერილობა;
- რეკრუტინგის საუკეთესო პრაქტიკები, პლატფორმები, არხები და შრომითი ბაზრის ანალიზი;
- კანდიდატთა ბაზის წარმოება და ადამიანური კაპიტალის ნაწილში ბიზნეს უწყვეტობის პროგრამების შემუშავება;
- გასაუბრებისა და შეფასების მეთოდები;
- რეკრუტინგის პროცესის ეფექტურობის გაზომვა;
- ATS-ში (Applicant Tracking Systems) მუშაობა და კანდიდატთა გამოცდილებაზე ზრუნვა, კანდიდატთა ბაზების წარმოება;
- მომავლის პროფესიების რეკრუტინგი, გადმობირების სტრატეგიები და პრაქტიკები.
რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეთ?
- პრაქტიკული კურსის მონაწილეს პრაქტიკის დავალებების შესასრულებლად და პრაქტიკის სხვა აქტივობებისთვის უნდა შეეძლოს დაახლოებით 10 საათის დათმობა თითოეულ კვირაში, 1 თვის განმავლობაში.
ლექტორები
ლიკა კოვზირიძე
- ბიზნეს საკონსულტაციო და მომსახურების კომპანია SMART Support-ის მმართველი პარტნიორი;
- 20+ წლიანი სამუშაო გამოცდილება სხვადასხვა მიმართულებით (კვლევითი, HR, საოპერაციო);
- ასევე აქვს სამუშაო გამოცდილება წამყვან საერთაშორისო და ქართულ კომპანიებში, სხვადასხვა ინდუსტრიებში (FMCG, საკონსულტაციო, საბანკო, სამშენებლო);
- არის საერთაშორისო ქოუჩინგის სკოლის, ერიქსონის სერტიფიცირებული ქოუჩი.
სოფო კაჭარავა
- ბიზნეს საკონსულტაციო და მომსახურების კომპანია SMART Support-ის პარტნიორი, განვითარების მიმართულების ლიდი;
- 5 წლიანი სამუშაო გამოცდილებით HR-ში შერჩევის მიმართულებით.
- იცნობს IT & Tech Recruitment-ის პრინციპებს;
- მუშაობდა სხვადასხვა ინდუსტრიის წარმომადგენელ კომპანიებთან და იცნობს მათ სპეციფიკებს;
- გარდა ძირითადი საქმიანობისა, მუშაობდა პროცესების გაციფრულებასა და ოპტიმიზაციაზე;
- აქვს თავისუფალი უნივერსიტეტის მართვისა და საზოგადოებრივ მეცნიერებათა სკოლის ბაკალავრის ხარისხი.