დაწყების თარიღი:

28 სექტემბერი, 2024 წ.

კურსის ხანგრძლივობა:

3 თვე

შეხვედრები:

24 შეხვედრა / 50 საათი

სერტიფიკატები:

გაიცემა კურსის 90+ ქულაზე დასრულების შემთხვევაში

  • I ნაკადი

    28 Sep, 2024

  • კონსულტაციისთვის დაგვიკავშირდით:

    596 68 00 11 მარიამი

კურსის შესახებ

მიზანი

პერფორმანსის მართვის კურსის ერთ-ერთი მიზანია HR-ებმა და სხვადასხვა ბიზნეს მიმართულებების ხელმძღვანელებმა მიიღონ თეორიული და პრაქტიკული ცოდნა HR-ის სტრატეგიული საკითხების შესახებ, რომლებიც მათ დაეხმარება შეფასების სისტემების დანერგვაში, სამოტივაციო სქემების აწყობაში, თანამშრომლების განვითარების გეგმების გაწერასა და კომპანიაში კონსტრუქციული უკუკავშირის კულტურის ჩამოყალიბებაში.

უმთავრესი მიზანია, ეს ცოდნა გამოიყენონ პრაქტიკაში და კურსის განმავლობაში, მათ მიერ შერჩეულ მიმართულებაში, მენტორების დახმარებით, შეიმუშაონ/დანერგონ  ყველა ის საკითხი, რასაც ისწავლიან თეორიაში.

კურსის მსმენელებს ეცოდინებათ

კურსის გავლის შედეგად, HR-ში მომუშავე პროფესიონალი შეძლებს პერფორმანსის სრული ციკლის მართვას, კერძოდ:

  • სტრატეგიული მიზნების განსაზღვრას
  • ინდივიდუალური მიზნების ორგანიზაციულ მიზნებთან შესაბამისობაში მოყვანას
  • მიზნების დასახვის ძირითადი მეთოდების გამოყენებას: KPI, MBO,OKR, 360
  • მიზნების დასახვას SMART მეთოდოლოგიით
  • კონსტრუქციული უკუკავშირის პროცესის წარმართვას
  • კომპანიის სწავლებისა და განვითარების საჭიროებების ანალიზს
  • პროფესიული და პიროვნული განვითარების საჭიროებების იდენტიფიცირებას
  • თანამშრომლების განვითარების გეგმის დასახვას
  • ტრენინგებისა და განსავითარებელი აქტივობების დაგეგმვასა და აღსრულებას
  • განხორციელებული აქტივობების ეფექტიანობის შეფასებას
  • მოტივაციური სქემების შემუშავებას
  • თანამშრომელთა კმაყოფილების გაზომვას
  • შედეგების ანალიზსა და ინტერპრეტაციას
  • თანამშრომელთა ჩართულობის გაზრდისათვის აქტივობების დაგეგმვასა და აღსრულებას
  • ზემოთ ჩამოთვლილი პროცესების პროგრესის მონიტორინგსა და მხარდაჭერის უზრუნველყოფას

რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეთ?

  • აუდიტორია: HR სპეციალისტები და სხვადასხვა ბიზნეს მიმართულებების ხელმძღვანელები, ვინც დაინტერესებულია სამუშაოს შეფასებისა  და სამოტივაციო სისტემებით
  • მოთხოვნები:
    • სასურველია, შეფასების სისტემებისა და სამოტივაციო სქემების შესახებ ინტერესისა და საჭიროების ქონა მიმდინარე პოზიციაზე

ლექტორები

ლიკა კოვზირიძე

  • ბიზნეს საკონსულტაციო და მომსახურების კომპანია SMART Support-ის მმართველი პარტნიორი, 20 წლიანი გამოცდილებით მომსახურების სფეროში, მათ შორის 15 წლიანი მართვის გამოცდილებით;
  • ლიკას მართვის გამოცდილება კვლევით ინდუსტრიაში დაიწყო, საერთაშორისო კომპანია Taylor Nealson Sofres-ში, სადაც მან შეისწავლა საერთაშორისო კომპანიის სამუშაო სტანდარტები და სტარტაპში მუშაობის სპეციფიკა;
  • სააგენტოს შემდეგ, ლიკას კარიერა ბიზნესის მხარეს, საქართველოს ბანკსა და მულტინაციონალურ თამბაქოს მწარმოებელ კომპანია Japan Tobacco International-ს უკავშირდება, სადაც მან ღირებული და მნიშვნელოვანი ცოდნა დააგროვა, გაეცნო საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკებს, როგორც თანამშრომლების მართვის, ასევე სტრატეგიული დაგეგმვის მიმართულებით;
  • 2015 წლის შემდეგ, ლიკას კარიერა კვლავ მომსახურების სფეროს, კვლევასა და HR აუთსორსინგს უკავშირდება და მას შემდეგ მმართველ პოზიციებს იკავებს, როგორც ქართულ, ასევე საერთაშორისო კვლევით კომპანიაში;
  • 2023 წელს კი, ლიკამ დააარსა საკონსულტაციო კომპანია, სადაც გააერთიანა ყველა ის მიმართულება რაშიც გამოცდილება მიიღო და მიზნად დაისახა მომხმარებლის მხარდაჭერა ბიზნეს ამოცანების გადასაჭრელად;
  • გარდა ძირითადი საქმიანობისა SMART Support-ში, ლიკა სმარტ აკადემიასთან ერთად ზრუნავს ცოდნის გაზიარებასა და ისეთი კურსების შექმნაზე, რომლებიც ახალი პროფესიების შეძენასა და არსებული ცოდნის გაღრმავებაში ეხმარება დაინტერესებულ პირებს;
  • სწავლა და განვითარება ლიკას მნიშვნელოვანი ღირებულებაა, ამიტომ თავადაც მუდმივად განვითარებაზეა ორიენტირებული. გავლილი აქვს CU MBA, CIMA, Strategic Leadership Simulation (Michael Kouly), The Science of Well-Being (Yale University), Certified Coach (Erickson Coaching International), არის Kaizen-ის ფილოსოფიის მიმდევარი, გაციფრულებისა და ავტომატიზაციის მოყვარული.

ეთუნა ჟვანია

  • ადამიანური რესურსებისა და ხარისხის მართვის პროფესიონალი 13 წლიანი სამუშაო გამოცდილებით;
  • ეთუნას კარიერა HR-ის მიმართულებით ბანკ Constanta-ში დაიწყო და TBC-ში გაგრძელდა, სადაც იკავებდა HR დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილის პოზიციას;
  • საბანკო სფეროში, HR მიმართულებით 7 წლიანი მუშაობის განმავლობაში, მან მიიღო როგორც კომპანიების გაერთიანების (Merging), ასევე სხვა ბევრი ბიზნეს პროცესის ცვლილების მართვის გამოცდილება;
  • მონაწილეობდა და დიდი გამოცდილება მიიღო მსოფლიოში წამყვან საკონსულტაციო კომპანია MERCER-ისა და TBC-ის თანამშრომლობის პროცესში;
  • ასევე, ეთუნას ღირებული და ძალიან მნიშვნელოვანი გამოცდილება უკავშირდება სადაზღვევო სექტორს, Viena Insurance Group-ის წევრ კომპანია ირაოს, სადაც ის HR მიმართულების ხელმძღვანელის პოზიციას იკავებდა;
  • ამჟამად კი, ეთუნა დეველოპერული კომპანია არქის HR-ისა და მომსახურების ხარისხსის მიმართულების ხელმძღვანელია;
  • მისი მოწოდება ცოდნის გაზიარებაა და მიუხედავად დატვირთული სამუშაო გრაფიკისა, ყოველთვის მზად არის მიღებული ცოდნისა და დაგროვილი გამოცდილების სმარტ აკადემიის სტუდენტებს გაუზიაროს.

ნინო მჭედლიშვილი

  • ადამიანური რესურსების მართვის პროფესიონალი, 13 წლიანი სამუშაო გამოცდილებით;
  • ნინოს კარიერა HR-ის მიმართულებით Societe Generale Group-ის წევრ მულტინაციონალურ კომპანიაში, ბანკ რესპუბლიკაში დაიწყო, რომელიც ცნობილია მისი ორგანიზაციული კულტურის მაღალი დონით. 5 წლის განმავლობაში მისი HR კარიერა მოიცავდა როგორც ტრენინგებისა და განვითარების მიმართულებას, ასევე შერჩევის, კარიერული განვითარების პროცესებსა და ტალანტების მართვას;
  • ნინოს საბანკო სფეროს გამოცდილება TBC ბანკის HR გუნდში გაგრძელდა ადამიანური რესურსების განვითარების მიმართულებით, სადაც მისი როლი საშუალო და ზედა რგოლის მენეჯერების შეფასების სისტემების მართვას მოიცავდა;
  • ბოლო წლების განმავლობაში ნინოს კარიერა სამშენებლო სფეროში გაგრძელდა. 5 წლის განმავლობაში სს ენერგონის (ენერგო ინფრასტრუქტურული სამშენებლო კომპანია) ადმინისტრაციული დირექტორის პოზიციას იკავებდა, სადაც მის დაქვემდებარებაში იყო HR გუნდი და ამ მიმართულების სრულ ციკლს (სტრატეგიული ნაწილი, ადმინისტრირება, შერჩევა, შეფასება, კომპენსაციები და ბენეფიტები, განვითარება) ფარავდა;
  • ამჟამად ნინო HR დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოზიციას იკავებს Element Holding-ში, რომელიც სამშენებლო სფეროსთან დაკავშირებულ 15-მდე დამოუკიდებელ კომპანიას აერთიანებს;
  • ნინო მზად არის სმარტ აკადემიის სტუდენტებთან გააზიაროს დაგროვილი ცოდნა და გამოცდილება მაქსიმალურად პრაქტიკაზე დაფუძნებული გზით.