„გუნდის მართვის“ პირველმა ნაკადმა კურსი წარმატებით დაასრულა.
მადლობას ვუხდით ყველა მონაწილეს ამ ინტენსიურ და პრაქტიკაზე ორიენტირებულ სასწავლო პროცესში ჩართვულობისთვის. პროგრამის ფარგლებში მონაწილეები გაეცნენ მენეჯმენტის არსს, მენეჯერის როლს თანამედროვე ორგანიზაციაში და ორგანიზაციული სტრუქტურის მნიშვნელობას ეფექტურ მართვაში. განიხილეს გუნდების სტრუქტურირება, როლებისა და პასუხისმგებლობების გადანაწილება და რესტრუქტურიზაციის საუკეთესო პრაქტიკები. კურსი მოიცავდა გუნდსა და პროცესებში პრობლემების იდენტიფიცირებასა და მათი გადაჭრის ჩარჩოებს
Root Cause Analysis
Fishbone
5 Why
Pareto
დელეგირების ტექნიკებს
მოტივაციის თეორიებსა და უკუკავშირის კულტურის ჩამოყალიბებას.
ასევე მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმო ემოციურ ინტელექტს ლიდერობაში, KPI-ებისა და PDP-ის სტრუქტურირებას, კონფლიქტის მართვას და კოგნიტური მიკერძოების გავლენას გუნდურ დინამიკაზე.
პრაქტიკული დავალებების ფარგლებში მონაწილეებმა იმუშავეს რეალურ მაგალითებზე და შეიმუშავეს ეფექტური მართვის გადაწყვეტილებები.
ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მონაწილეთა უკუკავშირი კურსის შემდგომი განვითარებისთვის. გიზიარებთ მათი უკუკავშირის ნაწილს:
“ძალიან მომეწონა, რომ კურსი აგებული იყო რეალური, არსებული ქეისების განხილვაზე. ყოველ ლექციას პირდაპირ ვაკავშირებდი ჩემს სამსახურთან”
” ჩემი შესრულებული სამუშაოს ხარისხი კურსის გავლის შემდეგ საგრძნობლად გაუმჯობესდა, თქვენი კურსები არის საუკეთესო ინვესტიცია, აქ სწავლობ კონრკეტულ ინსტრუმენტებს, რომლებითაც ხვალვე შეგიძლია შედეგის დადება შენს სფეროში”
” გამიხარდა, რომ გავიცანი პროფესიონალი ლექტორები, მცოდნე ადამიანები ჩვენს ქვეყანაში. კურსის ფარგლებში ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო შიდა გუნდის მართვისა და გარე გუნდებთან დაკავშირებული პრობლემების გამიჯვნის გამოცდილება და მათი მოგვარების პრაქტიკული ნაბიჯების განსაზღვრაში დახმარება. ჩემთვის კურსის ფარგლებში კოლეგებისგან მიღებული ინფორმაცია, და პრაქტიკაში სხვადასხვაგვარი გამოცდილებების გაზიარება ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ნაწილი იყო, რადგან ამან შესაძლებლობა მომცა დამენახა ისეთი პრობლემები, რომელიც ჩემს გუნდში შესაძლოა არ არსებობდეს.