28 სექტემბერს დავიწყეთ სტრატეგიული HR – პერფორმანსის მართვის კურსი. ამ კურსის ანალოგი ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში არ არსებობს, რადგან მისი დიდი ნაწილი აწყობილია პრაქტიკაზე, რომელიც გულისხმობს მონაწილეების მიერ საკუთარ კომპანიაში შეფასების სისტემის და სამოტივაციო სქემის აწყობას (მათ მიერ შერჩეულ ერთ დეპარტამენტში).
კურსის დასაწყისში მონაწილეებმა შეარჩიეს მიმართულება თავიანთ ორგანიზაციაში, რომელშიც დაამუშავებენ ყველა იმ საკითხს რასაც გაივლიან კურსის განმავლობაში. ამ დროისთვის გაიწერა მიმართულების და მიმართულების ხელმძღვანელის KPI-ები. პრაქტიკულ შეხვედრებზე, მენტორებმა გაარჩიეს ყველა ის უზუსტობა რაც იყო დაშვებული სამუშაო პროცესში და საბოლოო ჯამში შეიმუშავეს გამართული ვერსია.
გიზიარებთ სტუდენტების უკუკავშირებს კურსის მიმდინარეობასა და მათი პირველადი მოლოდინების შესახებ:
“კურსების შერჩევის დროს ყველაზე მეტად მეშინოდა, არ შემერჩია ისეთი კურსი რომელიც იქნებოდა ზედაპირული, სადაც განხილული იქნებოდა ისეთი საკითხები რომლებიც ისედაც ვიცი. ძალიან კმაყოფილი ვარ ამ არჩევანით, რადგან მსგავს გამოცდილებას სხვაგან ვერ მივიღებდი. კურსის ძირითადი ნაწილი აწყობილია პრაქტიკაზე, რაც ძალიან გეხმარება საკითხში გარკვევაში. ასევე, არის მრავალფეროვანი, რადგან ყველა მონაწილე აზიარებს საკუთარი სფეროს სპეციფიკას.”
“საინტერესო, საჭირო ინფორმაციით დატვირთული კურსია. ამ ეტაპისთვის შემიძლია გამოვარჩიო საბონუსე სისტემების თემა, მათი განსხვავებებისა და დაგეგმვის გზების განხილვა. რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის, კარგად განსაზღვრული პროგრამაა, გვყავს მცოდნე ტრენერები და აქტიურ პრაქტიკულ ნაწილს მოიცავს კურსი.”
“კურსით ძალიან კმაყოფილი ვარ. პრაქტიკული სავარჯიშოები ყველა თემის უკეთ გააზრებაში მეხმარება, რაც შემდგომ გამიმარტივებს ჩემს კომპანიაში დანერგვის პროცესს. საინტერესო ის არის, რომ ვეცნობი კურსის სხვა მონაწილეების დავალებებს, რომელთაც სხვადასხვა დეპარტამენტზე აქვთ შეფასების სისტემა აწყობილი, შესაბამისად სხვადასხვა დეპარტამენტის საჭიროებებს ვეცნობით, რასაც შემდგომში ჩემი საჭიროებების მიხედვით გამოვიყენებ.”
“თეორიული მასალა იმ ფორმით არის მოწოდებული, რომ შემდეგ მისი პრაქტიკაში გადატანა მარტივდება. ყველაზე საინტერესო პერფორმანსის მეტრიკების და KPI-ების განხილვა იყო. ეს კი დამეხმარა ჩემი შეფასების მოდელის შექმნასა და დახვეწაში. კურსი ძალიან კარგი შესაძლებლობაა გაიცნოთ საოცარი მენტორები, მიიღოთ მათგან საუკეთესო რჩევები და გაიზიაროთ პრაქტიკაზე დაფუძნებული ცოდნა და გამოცდილება.”
“კურსით კმაყოფილი ვარ, გამოვარჩევდი შეფასების სისტემების თემას და პრაქტიკულ ნაწილს. საკმაოდ დიდი დრო დაეთმო ინდივიდუალურად მორგებულ პრაქტიკულ სამუშაოს, რამაც მასწავლა როგორ არ უნდა დავუშვა შეცდომები შეფასების კრიტერიუმების დადგენისას. ეს არის კურსი ორი ერთში, თეორიულ ცოდნასთან ერთად ვიღებ კომპანიის სპეციფიკაზე მორგებულ სისტემას, სიმულაციებით და შეცდომების დაშვების ალბათობის გათვალისწინებით. ფაქტობრივად დანერგვის წინარე სამუშაოებს ვასრულებთ კურსის დროს და განვიხილავთ იმ შესაძლო წინააღმდეგობებს რაც შეიძლება დანერგვის პროცესში მოხდეს.”