ტალანტების მოზიდვა და შენარჩუნება
დღევანდელ გარემოში კომპანიის კულტურაზე, საჭიროებებზე და გრძელვადიან ხედვებზე მორგებული თანამშრომლების შერჩევა და შემდეგ მათი შენარჩუნება კომპანიების მთავარი ამოცანაა.
თანამშრომლების მოზიდვა და შენარჩუნება მრავალ ფაქტორს უკავშირდება. შევქმნათ კომფორტული სამუშაო გარემო, მოქნილი გრაფიკი, მივცეთ თანამშრომლებს თავისუფლება გადაწყვეტილების მიღების პროცესში, მივცეთ განვითარების და წინსვლის შესაძლებლობა, ხელი შევუწყოთ გარემოსთან ადაპტაციაში და ჩავრთოთ სფეროში მიმდიანარე აქტივობებში.
ამ მისიის შესასრულებლად ორი მთავარი ამოცანის დასახვა უწევთ კომპანიებს. გამართონ შიდა კომუნიკაციის, აქტივობების სისტემა და პოტენციურ დასაქმებულებს სწორად მიაწოდონ ინფორმაცია.
შედეგის მიღება სწორად განსაზღვრული ნაბიჯებით არის შესაძლებელი:
- ბაზრის კვლევა და ანალიზი;
- შიდა კვლევა და საჭიროებების გამოვლენა;
- მარკეტინგის და ადამიანური რესურსების მიმართულების კოლაბორაცია;
- შიდა საკომუნიკაციო არხების და ფორმატის განსაზღვრა;
- გარე საკომუნიკაციო არხების განსაზღვრა და პოზიციონირების ფორმის შერჩევა;
- აქტივობების და კამპანიების ციკლის შემუშავება;
- თანამშრომელთა აღიარების, ზრუნვის და მიდმივი განვითარების რუკის შექმნა.
კომპანიის გუნდის და პროფესიონალების ჩართულობით კომპანია შეძლებს როგორც დამსაქმებელმა გაზარდოს ცნობადობა ბაზარზე, მოიზიდოს და შეინარჩუნოს მისი კულტურისთვის და ღირებულებებისთვის შესაბამისი ტალანტები.