ჩვენი პროგრამა „შერჩევის პრაქტიკული კურსი“ გრძელდება.

ერთი თვის მანძილზე სტუდენტები ჩართულები იყვნენ პრაქტიკაში და ასევე ჩაუტარდათ რამდენიმე ძალიან საინტერესო შეხვედრა, რომელსაც უძღვებოდა ეთუნა ჟვანია (Head of HR, Archi).

შეხვედრები გამოირჩეოდა დინამიურობით და სტუდენტების მაღალი ჩართულობით. მათ იმსჯელეს შერჩევის როლზე ორგანიზაციაში, რეკრუტერის იდეალურ პროფილზე, განიხილეს თუ როგორი უნდა იყოს და არ უნდა იყოს რეზიუმე და შეეხნენ შერჩევის სრულ პროცესს. 

ეთუნას ბოლო შეხვედრა დასრულდა ჯგუფური ინტერვიუს სიმულაციით, რამაც ძალიან დადებითი უკუკავშირი გამოიწვია და გაზარდა მათი ინტერესი ამ მიმართულებისადმი.

თეორიულ ნაწილთან ერთად, 4 კვირის განმავლობაში მათ მიიღეს პრაქტიკული გამოცდილება შემდეგ საკითხებში:

ექსელის საფუძვლები – ფორმატირება, სვეტების და მწკრივების დამატება, ფილტრი, სორტირება, ჰიპერლინკი, shortcuts-ები 

ბაზების სტრუქტურირება – მონაცემთა სტრუქტურირების პრინციპები, სტრუქტურირების მნიშვნელოვნება

Linkedin – ძიების პრინციპი, ძიების ოპტიმიზაცია, Advanced ფილტრები, მონაცემების გადმოწერა 

კომუნიკაცია – კანდიდატებთან პირველადი კომუნიკაციის დამყარება და შეთანხმება შეხვედრაზე

Outlook Features – შეხვედრების ჩანიშვნა კალენდარში, დამკვეთთან გასაგზავნი მეილის ფორმატი და კონტენტი, რეზიუმეების მიმაგრება  

გასაუბრებები – ინდივიდუალურ და ჯგუფურ გასაუბრებებზე დასწრება

კანდიდატების შერჩევა – გასაუბრებების შედეგად კანდიდატების შერჩევაში მონაწილეობა

სტუდენტების უკუკავშირი და ის აღმოჩენები რაც მათ გააკეთეს მეორე შეხვედრისას:

ანა მელიქიშვილი – “ჩემთვის სიახლე იყო, ჯგუფური ინტერვიუ, ასევე მივხვდი თუ რამდენად მნიშვნელოვანია  კანდიდატებისთვის მეგობრული ატმოსფეროს შექმნა გასაუბრებისას, რაც ხელს უწყობს მათ, რომ იყვნენ გულწრფელები და  ჩართულები პროცესში”

თეო გოგოჩაშვილი“საინტერესო იყო შერჩევის პროცესის მიმოხილვა და ასევე სივის სტრუქტურა, როგორ უნდა შექმნა ან ამოარჩიო სწორი სივი იმისთვის რომ არასწორ კანდიდატზე არ დაკარგო დრო”

თაკო პეტრიაშვილი – “ჩემთვის საინტერესო იყო თვითონ შერჩევის პროცესის სტრუქტურა,  რამდენი ნაბიჯია გასავლელი იმისათვის რომ ვიპოვოთ ის კანდიდატი რომელიც შეესაბამება ჩვენს მოთხოვნებს”