შერჩევის პრაქტიკული კურსის მესამე თვის მიმოხილვა 

კურსის მესამე თვის ბოლოს გამოკვეთილად იგრძნობა სტუდენტების მიერ შეძენილი ცოდნის პრაქტიკაში გადატანა. 

ამ ხნის მანძილზე ისინი მუშობდნენ სხვადასხვა ტიპის პროექტებზე, რამაც მისცათ შესაძლებლობა გაეღრმავებინათ წინა თვეებში მიღები თეორიული და პრაქტიკული ცოდნა და დაეხვეწათ მათი სამუშაო უნარ-ჩვევები.

აგვისტოში ჩვენი მოწვეული ლექტორი იყო ნატო კვაჭანტირაძე, Cenomi-ს HR მიმართულების ხელმძღვანელი. ნატომ გაუზიარა მონაწილეებს თუ როგორ ვითარდებოდა მისი კარიერა, რამდენად მნიშვნელოვანი როლი ითამაშა მის წინსვლაში შერჩევაში მუშაობის დროს შეძენილმა ცოდნებმა და გამოცდილებამ.

ასევე ნატომ ისაუბრა HR-ის გამოწვევებზე და მის როლზე ორგანიზაციაში. ჩვენ დიდ უპირატესობად მიგვაჩნია ის რომ სტუდენტებს აქვთ საშუალება მოისმინონ სხვადასხვა პროფესიონალის აზრი HR-ის როლზე და თვითონ შეიქმნან საკუთარი წარმოდგენა ამ მიმართულებაზე.    

მონაწილეები გაეცნენ საერთაშორისო კომპანიის გამოციდლებას და პრაქტიკებს, რაც ასევე მრავალფეროვანს ხდის მათ ცოდნას და ამაღლებს იმ სტანდარტს რომლითაც მათ უნდა ისარგებლონ მომავალში.

თეორიულ შეხვედრებზე ვისაუბრეთ შემდეგ საკითხებზე: 

  • შერჩევის საჭიროების დადგენა
  • სამუშაოს ანალიზი და აღწერილობა
  • კანდიდატის პროფილის შედგენა
  • შერჩევის პროცესის დაგეგმვა
  • შიდა და გარე შერჩევა
  • მოძიების არხები
  • კანდიდატების შერჩევის სამართლებრივი მხარე 
  • მოძიებული ინფორმაციის ტექნიკური დამუშავება
  • დამსაქმებლის ბრენდინგის მნიშვნელოვნება

პრაქტიკული ნაწილი მოიცავდა შემდეგ გამოცდილებებს:

ექსელის ცოდნის გაღრმავება -Freeze Pane, Grouping, Basic Functions (Sum, Average..), Cell references (relative, absolute, mixed $), Conditional formatting, Data Validation (Drop down..)

მოძიების არხები– Linkedin-ის თავისუფალი ფლობა, დასაქმების საიტები, Facebook ჯგუფები, Facebook რეკლამა  

პროექტებში ჩართულობა – რეკრუტმენტის და მას რეკრუტმენტის პროექტების მართვაში ჩართულობა

კანდიდატების შერჩევა – დაბალი რგოლის პოზიციებზე კანდიდატებთან გასაუბრებების ჩატარება 

სტუდენტების უკუკავშირი აგვისტოში მიმდინარე პროცესებზე:

ლიზა ჭელიძე “აგვისტოს ლექციებმა და პრაქტიკამ  მრავალი ახალი ცოდნა შემძინა. ჩემთვის ძალიან საინტერესო იყო ნატო კვაჭანტირაძის მიერ გაზიარებული რეალური მაგალითები და HR ის სხვადასხვა მიმართულებების მიმოხილვა, რომელიც სამომავლოდ დამეხმარება სწორი არჩევნის გაკეთებაში,ხოლო ჩემს პროფესიულ განვითარებას აუცილებლად გაამარტივებს შერჩევის პროცესში ჩართულობა და excel ის ცოდნის გაღრმვება

მაგდა ოქრუაშვილიმინდა დავყო ჩემი შეფასება თეორიულ და პრაქტიკულ ნაწილებად. 

თეორიულ ნაწილში ძალიან მომწონს ის ფაქტი, რომ შეხება გვაქვს სხვადასხვა ტიპის ადამიანებთან, გამოცდილ პროფესიონალებთან, რომლებიც გვიზიარებენ მათ ხედვებს როგორც HR-ის სფეროზე, მის როლზე და მნიშვნელოვნებაზე, ასევე გვიზიარებენ მათი ინდუსტრიებისთვის დამახასიათებელ სპეციფიკებს. ვეცნობით აუთსორს შერჩევის და ინსორს შერჩევის განსხვავებებს და ვფიქრობ, რომ ამ გზით ამომწურავ ინფორმაციას ვიღებთ ამ პროცესზე.

ძალიან მომეწონა ნატოს მიერ გაზიარებული მაგალითები, გადმოცემის მანერა და ის საქმისადი დამოკიდბეულება რომელიც იგრძნობოდა ყველა გაზიარებულ აზრში. მნიშვნელოვანია ამ დონის პროფესიონალებთან შეხება, ეს ძალიან ზრდის მოტივაციას და მაძლევს განვითარების კიდევ უფრო ძლიერ ბიძგს.

პრაქტიკულ ნაწილში, დიდი დრო და ენერგია იხარჯება საბაზისო უნარების შეძენაზე, თუმცა ამ თვეში უკვე ვგრძნობ რომ ის “საშიში” და “რთული” ამოცანები, საკმაოდ მარტივი ყოფილა, უბრალოდ პრაქტიკა მჭირდებოდა. დიდი მადლობა მენტორებს, მათი მხრიდან ჩადებული ენერგიისთვის და დროისთვის, რის ხარჯზეც ვიძენ ამდენად მნიშვნელოვან უნარს”

მარიკა სვანიშვილი “ეს თვე იყო ჩემთვის ძალიან ნაყოფიერი და დატვირთული სხვადასხვა კომპონენტით. გავიღრმავე ცოდნა ,როგორც თეორიული ასევე პრაქტიკული მიმართულებით, რაშიც დამეხმარა როგორ ნატოს და SMART Support-ის დამფუძნებლების მიერ გაზიარებული თეორიული ნაწილი , ასევე ჩემი სრული ჩართულობა პრაქტიკულ ნაწილში შერჩევის მიმართულებით. პრაქტიკული ნაწილი მოიცავდა ექსელის და საძიებო არხების უფრო სიღრმისეულ შესწავლას და გამოყენებას, ასევე დაბალ პოზიციებზე შერჩევის პროცესის სრულ წარმართვას”