შერჩევის პრაქტიკული კურსის პირველი ნაკადი დასრულდა. გვყავს 7 კურსდამთავრებული, რომელთაგან 4 უკვე დასაქმდა.

კურსის ბოლო, მეოთხე თვე მაქსიმალურად დატვირთული იყო პრაქტიკითა და უშუალოდ სამუშაო პროცესში ჩართულობით.

ჩვენი სექტემბრის თვის მოწვეული სტუმარი იყო ლაშა ღვალაძე – საერთაშორისო კომპანია  FINCA Global-ის HR ბიზნეს პარტნიორი.

ლაშას მრავალწლიანი გამოცდილება განსაკუთრებით საინტერესოა დამწყებთათვის, მათთვის ვინც ახლა დგამს პირველ ნაბიჯებს კარიერული განვითარების გზაზე. შეხვედრაზე განხილული ძირითადი საკითხები იყო:

  • საზომების როლი ორგანიზაციაში;
  • შერჩევაში გამოყენებული საზომები;
  • შიდა და გარე შერჩევა;
  • მრავალფეროვნების მნიშვნელობა კომპანიაში;
  • ანალიტიკა

სტუდენტების უკუკავშირი ბოლო ლექციაზე და ზოგადად კურსზე:

არიკა სვანიშვილი ”ლაშაგაგვიზიარა ახალი მიდგომები და ხედვები, როგორც HR-ის როლის შესახებ ორგანიზაციებში, ასევე შერჩევის მიმართულებით. დაგვანახა რა გზები არსებობს ეფექტური  რეკრუტირების განსავითარებლად და რამდენად მნიშვნელოვანია ეტაპობრივი ანალიზი. ზოგადად კურსი ძალიან დამეხმარა HR-ის როლის გაანალიზებაში და შერჩევის პროცესში გარკვევაში”

აკო პეტრიაშვილი”ლექცია საკმაოდ ინფორმაიული იყო, ვისაუბრეთ ორგანიზაციაში მრავალფეროვნებაზე. გავიზიარეთ მოსაზრება, რომ მნიშვნელოვანია, ორგანიზაცია იყოს მიმღებელი განსხვავებული ადამიანების, რომლებსაც შემოაქვთ “ახალი სისხლი”. ეს ასევე ხელს უწყობს კომპანიას იყოს საინტერესო ბაზარზე როგორც კლიენტებისთვის, ასევე თანამშრომლებისთვის.

შერჩევის პრაქტიკულმა კურსმა დამანახა HR-ის მნიშვნელოვნება ორანიზაციაში და გამიჩნდა სურვილი უკეთ შევისწავლო მისი ყველა მიმართულება. მადლობელი ვარ ამ გამოცდილებისთვის, რაც დარწმუნებული ვარ ძალიან გამომადგება კარიერულ გზაზე”

ნა მელიქიშვილი”ლაშას ლექცია იყო გამორჩეული, რადგან  ძალიან საინტერესო იყო სტატისტიკაზე მუშაობა. ჩემი აზრით ფორმულები რომლებიც მან გაგვიზიარა ძალიან საჭიროა ყოველდღიურობაში, ხოლო პლატფორმები სადაც შეგვიძლია ცოდნის გაღრმავება ხელს შეგვიწყობს მომავალში კარიერის სწრაფად განვითარებაში.

რაც შეეხება კურსს მთლიანობაში, მან დამანახა, რომ HR ნამდვილად ის სფეროა სადაც მინდა მუშაობის გაგრძელება და სწორი მიმართულებით მივდივარ. პრაქტიკული ნაწილი ძალიან საჭირო და გამოსადეგია, ძალიან ბევრ რამეს სწავლობ შერჩევის მიღმა. სამუშაო კულტურას, იძენ ტექნიკურ უნარებს, სწავლობ ხალხთან ურთიერთობას, ხარ გამსაუბრებლის როლში და ხედავ ყველა იმ უზუსტობას რაც გასათვალისიწნებელია შეხვედრის დროს. საბოლოო ჯამში ძალიან კმაყოფილი ვარ, რომ მოვხვდი ამ კურსზე და მივიღე ამ სახის გამოცდილება”,

კურსის განმავლობაში სტუდენტები აქტიურად იყვნენ ჩართულები განსხვავებული რანგის პოზიციების შერჩევის ყველა ეტაპზე :

  • კანდიდატების მოძიება სხვადასხვა არხების საშუალებით;
  • სამუშაო აღწერილობასთან შესაბამისობის დადგენა;
  • მონაცემების ორგანიზებასა და დამუშავება;
  • კანდიდატებთან კომუნიკაცია;
  • გასაუბრების პროცეს;
  • შეთავაზების დამუშავება;
  • უკუკავშირის დაბრუნება.

განვლილი ოთხი თვის მანძილზე სტუდენტებმა მიიღეს როგორც თეორიული ცოდნა, ზოგადად HR მიმართულების როლზე ორგანიზაციაში, ასევე, დეტალური ინფორმაცია შერჩევის პროცესზე და რაც მთავარია – გაირეს ჩვენი კურსის განმასხვავებელი ნაწილი – პრაქტიკა რეალურ სამუშაო გარემოში.