გუნდის მართვის პრაქტიკული კურსის მეორე ნაკადისთვის სწავლის პროცესი დასრულდა
ამ პროგრამის ფარგლებში მონაწილეებმა იმუშავეს, საკითხებზე რომლებიც მენეჯერის ყოველდღიურ საქმიანობას რეალურად განსაზღვრავს. მათ გაიღრმავეს ცოდნა მენეჯმენტის შესახებ, იმუშავეს ეფექტური გუნდური სტრუქტურების შექმნაზე და შეისწავლეს, როგორ დაუკავშირონ პროცესები ორგანიზაციის ბიზნეს მიზნებს.
კურსის განმავლობაში მონაწილეები საკუთარი გუნდებისა და რეალური სამუშაო პროცესების მაგალითებზე გააანალიზეს არსებული გამოწვევები, გამოავლინეს პრობლემები და სხვადასხვა პრაქტიკული ჩარჩოს შექმნეს გადაჭრის გზები.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო იმ უნარების განვითარებას, რომლებიც მენეჯერის ყოველდღიურ ეფექტურობას განსაზღვრავს – კომუნიკაციას, დელეგირებას, მოტივაციას, კონფლიქტის მართვასა და ემოციურ ინტელექტს.
პარალელურად მონაწილეებმა იმუშავეს შესრულების მართვის მიმართულებით – KPI-ების განსაზღვრაზე, ეფექტური უკუკავშირის კულტურასა და პერსონალური განვითარების გეგმების (PDP) შექმნაზე, რათა მიღებული ცოდნა საკუთარ გუნდებში პრაქტიკულად გამოიყენონ.
გაეცანი Smart Support-ის ყველა კურსს.