მენტორინგის კურსი – „სტრატეგიული HR: თანამშრომლების შეფასების სისტემები და სამოტივაციო სქემები“ ახალ ნაკადს იწყებს.
დღეს პერფორმანსის მართვა მხოლოდ წლიური შეფასება აღარ არის – ის სისტემაა, რომელიც თანამშრომლის ყოველდღიურ საქმიანობას ორგანიზაციის სტრატეგიულ მიზნებთან აკავშირებს.
კურსის განმავლობაში მონაწილეები ეტაპობრივად შექმნიან შესრულების მართვის სრულ მოდელს: SMART მიზნების ფორმულირებიდან და პერფორმანსის მეტრიკებიდან დაწყებული, შეფასების სისტემების, KPI, MBO და OKR მოდელების პრაქტიკულ გამოყენებამდე.
პროგრამის ფარგლებში ისინი იმუშავებენ შესრულების შედეგების კალკულაციაზე, პიროვნული განვითარების გეგმების (PDP) შექმნასა და ეფექტური უკუკავშირის ტექნიკებზე. ასევე, განიხილავენ თანამშრომელთა ჩართულობისა და კმაყოფილების გაზომვის თანამედროვე მიდგომებს.
თეორიულ ცოდნასთან ერთად, მონაწილეები თითოეულ ეტაპზე პრაქტიკულ დავალებებსა და რეალურ ბიზნეს ქეისებზე იმუშავებენ, რათა კურსის დასრულების შემდეგ შეძლონ ორგანიზაციაში შესრულების მართვის სისტემის დამოუკიდებლად დაგეგმვა, დანერგვა და განვითარება.
ერთი წარმატებული პროგრამა ხშირად დიდი კარიერული ცვლილებების დასაწყისია. თუ გსურს შენი პროფესიული პორტფოლიო გაეცანი ყველა კურსს. აღმოაჩინე ახალი შესაძლებლობები, რომლებიც დაგეხმარება, გახდე ბაზარზე კონკურენტუნარიანი.
წარმატებული კურსი თუ პროგრამა ხშირად დიდი კარიერული ცვლილებების დასაწყისია. თუ გსურს შენი პროფესიული პორტფოლიო კიდევ გაამდიდრო, გაეცანი Smart Support-ის ყველა კურსს. აღმოაჩინე ახალი შესაძლებლობები, რომლებიც დაგეხმარება გახდე ბაზარზე კონკურენტუნარიანი ლიდერი.