დაწყების თარიღი:

15 სექტემბერი, 2026

კურსის ხანგრძლივობა:

3,5 თვე

პრაქტიკა

63 საათი

თეორია

26 ლექცია / 54 საათი

ღირებულება

2600 ₾

სერტიფიკატები:

გაიცემა კურსის 90+ ქულაზე დასრულების შემთხვება

  • XII ნაკადი
    30 Apr, 2026 – 15 Aug, 2026

  • XI ნაკადი

    5 Feb, 2025 – 20 May 2025

  • X ნაკადი

    16 Dec, 2025 – 30 Mar, 2026

  • IX ნაკადი

    21 Oct, 2025 – 21 Feb, 2026

  • VIII ნაკადი

    2 Sep, 2025 – 13 Dec, 2025

  • VII ნაკადი

    10 Jun, 2025 – 20 Sep, 2025

  • VI ნაკადი

    24 Apr, 2025 – 29 Jul, 2025

  • V ნაკადი

    4 Feb, 2025 – 17 May, 2025

  • IV ნაკადი

    27 Nov, 2024 – 29 Mar, 2025

  • III ნაკადი

    3 Sep, 2024 – 7 Dec, 2024

  • II ნაკადი

    29 May, 24 – 19 Sep, 24

  • I ნაკადი

    7 Mar, 2024 – 22 Jun, 2024

  • კონსულტაციისთვის დაგვიკავშირდით:

    591 67 00 67

კურსის შესახებ

HR მენეჯმენტის კურსის მიზანი

HR მენეჯმენტის კურსის მიზანია სტუდენტები გაეცნონ ადამიანური კაპიტალის მართვის ძირითად პრინციპებს, მიზნებსა და ადმინისტრაციულ პროცესებს და შესძლონ მათი პრაქტიკაში გამოყენება უნიკალური დავალებებისა და სიმულაციების შედეგად.

სტუდენტს შეეძლება ორგანიზაციაში შეფასების, სწავლებისა და განვითარების სტრატეგიების შექმნა, ანალიტიკა და მონაცემების შედეგად ორგანიზაციული  პროცესების, პროცედურებისა და პოლიტიკების შემუშავება.

კურსის მსმენელებს ეცოდინებათ

  • სამუშაო ანალიზის პროცესი და ორგანიზაციული საჭიროებების იდენტიფიცირება
  • სამუშაოს შეფასება და სამუშაოს აღწერილობა
  • საუკეთესო რეკრუტინგის პრაქტიკები, პლათფორმები, არხები და შრომითი ბაზრის ანალიზი
  • ადამიანური კაპიტალის ნაწილში ბიზნეს უწყვეტობის პროგრამების შემუშავება
  • გასაუბრებისა და შეფასების მეთოდები
  • რეკტუტინგის პროცესის ეფექტურობის გაზომვა
  • ATS-ში (Applicant tracking systems) მუშაობა და კანდიდატთა გამოცდილებაზე ზრუნვა, კანდიდატთა ბაზების წარმოება
  • მომავლის პროფესიების რეკრუტინგი და გადმობირების სტრატეგიები და პრაქტიკები
  • სახელფასო და დასაქმებულთა სარგებლის პოლიტიკის შემუშავება ლოკალური და გლობალური შრომითი ბაზრების შესაბამისად და მისი ადმინისტრირება
  • ორგანიზაციული პოლიტიკების, პოროცედურების, პროგრამებისა და სხვა აქტივობების შემუშავება
  • EVP (Employee Value Proposition) პოლიტიკების შექმნას
  • ორგანიზაციციული ცვლილებები, კომუნიკაციის სტრატეგია და სამართლებრივი ასპექტები
  • HR საინფორმაციო ტექნოლოგიების (HRIS) გამოყენება და შიდასაკომუნიკაციო პლათფორმების დანერგვა
  • თანამშრომლეთა ორიენტაციის (onboarding) პოლიტიკების შექმნა
  • თანამშრომლობის ციკლი
  • ორგანიზაციული სტრუქტურის შექმნა და ფორმირება
  • თანამედროვები Agile გუნდების სტრუქტურა
  • HR დოკუმენტები და კანონთან შესაბამისობა
  • SWOT და PEST ანალიზის ჩატარება
  • შესრულებული სამუშაოს ეფექტური მართვის პოლიტიკები  – SMART. KPI, MBO, OKRs
  • LMS (Learning management system) შექმნა ორგანიზაციაში, ტრენინგებისა და განვითარების პროგრამების შექმნა
  • ორგანიზაციული კვლევების ჩატარება eNPS-სა (Employer Net Promoter Score) და 360°-იანი შეფასების მეთოდები
  • ბიზნეს პროცესების მეფინგი
  • ადამიანების ანალიტიკა და მონაცემებზე დაფუძნებული მენეჯმენტის ფორმირება (გადინების მაჩვენებელი, დაქირავების მაჩვენებელი, ტრენინგებში დახარჯული თანხის თანაფარდობა შედეგებთან და ა.შ.)

ლექტორები

ლიკა კოვზირიძე

Business Partner at SMART Support

  • ბიზნეს საკონსულტაციო და მომსახურების კომპანია SMART Support-ის მმართველი პარტნიორი, 20 წლიანი გამოცდილებით მომსახურების სფეროში, მათ შორის 15 წლიანი მართვის გამოცდილებით;
  • ლიკას მართვის გამოცდილება კვლევით ინდუსტრიაში დაიწყო, საერთაშორისო კომპანია Taylor Nealson Sofres-ში, სადაც მან შეისწავლა საერთაშორისო კომპანიის სამუშაო სტანდარტები და სტარტაპში მუშაობის სპეციფიკა;
  • სააგენტოს შემდეგ, ლიკას კარიერა ბიზნესის მხარეს, საქართველოს ბანკსა და მულტინაციონალურ თამბაქოს მწარმოებელ კომპანია Japan Tobacco International-ს უკავშირდება, სადაც მან ღირებული და მნიშვნელოვანი ცოდნა დააგროვა, გაეცნო საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკებს, როგორც თანამშრომლების მართვის, ასევე სტრატეგიული დაგეგმვის მიმართულებით;
  • 2015 წლის შემდეგ, ლიკას კარიერა კვლავ მომსახურების სფეროს, კვლევასა და HR აუთსორსინგს უკავშირდება და მას შემდეგ მმართველ პოზიციებს იკავებს, როგორც ქართულ, ასევე საერთაშორისო კვლევით კომპანიაში;
  • 2023 წელს კი, ლიკამ დააარსა საკონსულტაციო კომპანია, სადაც გააერთიანა ყველა ის მიმართულება რაშიც გამოცდილება მიიღო და მიზნად დაისახა მომხმარებლის მხარდაჭერა ბიზნეს ამოცანების გადასაჭრელად;
  • გარდა ძირითადი საქმიანობისა SMART Support-ში, ლიკა სმარტ აკადემიასთან ერთად ზრუნავს ცოდნის გაზიარებასა და ისეთი კურსების შექმნაზე, რომლებიც ახალი პროფესიების შეძენასა და არსებული ცოდნის გაღრმავებაში ეხმარება დაინტერესებულ პირებს;
  • სწავლა და განვითარება ლიკას მნიშვნელოვანი ღირებულებაა, ამიტომ თავადაც მუდმივად განვითარებაზეა ორიენტირებული. გავლილი აქვს CU MBA, CIMA, Strategic Leadership SImulation (Michael Kouly), The Science of Well-Bein (Yale University), Certified Coach (Erickson Coaching International), არის Kaizen-ის ფილოსოფიის მიმდევარი, გაციფრულებისა და ავტომატიზაციის მოყვარული.

სოფიო კაჭარავა

Development Team Lead at SMART Support

  • ბიზნეს საკონსულტაციო და მომსახურების კომპანია SMART Support-ის  პარტნიორი, განვითარების მიმართულების ლიდი;
  • 5 წლიანი სამუშაო გამოცდილებით HR-ში შერჩევის მიმართულებით.
  • იცნობს IT & Tech Recruitment-ის პრინციპებს;
  • მუშაობდა სხვადასხვა ინდუსტრიის წარმომადგენელ კომპანიებთან და იცნობს მათ სპეციფიკებს;
  • გარდა ძირითადი საქმიანობისა, მუშაობდა პროცესების გაციფრულებასა და ოპტიმიზაციაზე;
  • აქვს მართვისა და საზოგადოებრივ მეცნიერებათა სკოლის ბაკალავრის ხარისხი.

ლელა კეკუა

HR Manager @ IBA IT GEORGIA

  • ადამიანური რესურსების მართვისა და პროფესიული განვითარების 15 წლიანი სამუშაო გამოცდილებით;
  • მისი კარიერა ადამიანური რესურსების მიმართულებით კომპანია „Caucasus Online“-ში დაიწყო შერჩევის მენეჯერის პოზიციაზე;
  • მუშაობდა ასევე კომპანია „ICR“-ში,  ტრენინგებისა და კარიერული განვითარების მენეჯერის პოზიციაზე;
  • მომსახურების სფეროში 8 წლიანი სამუშაო გამოცდილების შემდეგ, ის ხელმძღვანელობდა „საქართველოს რკინიგზის“ ადამიანური რესურსების დეპარტამენტს, რომელიც წარმოადგენს საქართველოში ერთ-ერთ უმსხვილეს დამსაქმებელს;
  • „საქართველოს რკინიგზა“-ში მუშაობის პერიოდში კურირებდა პროფესიული განათლების პროექტს სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯთან თანამშრომლობით;
  • უმუშავია „აჭარა ჯგუფი“-ს ადამიანური რესურსების მართვის კონსულტანტის პოზიციაზე;
  • ამ ეტაპზე ლელა წარმოადგენს საერთაშორისო კომპანია „IBA Group“-ს საქართველოს ოფისს;
  • ლელასთვის მნიშვნელოვანია, როგორც საკუთარი განვითარება, ასევე სტუდენტებისთვის ახალი გამოცდილების გაზიარება, მათი პროფესიული ზრდისა და სირთულეების გადალახვის ხელშეწყობა.

გელა ჩიღოშვილი

Lawyer @ Liberty Bank

  • იურისტი და შრომის სამართლის ექსპერტი, რომელსაც აქვს 10 წლიანი პროფესიული გამოცდილება;
  • მისი კარიერა დაიწყო ადმინისტრაციულ ორგანოებში იურისტის პოზიციაზე მუშაობით. მოგვიანებით საქმიანობა განაგრძო საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს იურიდიულ დეპარტამენტში, სადაც აქტიურად იყო ჩართული კანონშემოქმედებით პროცესებში. ამ პერიოდში მონაწილეობდა შრომის კოდექსში შესატანი საკანონმდებლო ცვლილებების შემუშავებაში და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების პროექტების მომზადებაში;
  • გელას აქვს კერძო სექტორში მუშაობის გამოცდილებაც – იურიდიულ ფირმაში, სადაც კლიენტებს უწევდა სამართლებრივ მხარდაჭერას, მათ შორის და არამხოლოდ, ბიზნესისა და შრომის სამართლის მიმართულებით;
  • ამჟამად გელა ჩიღოშვილი დასაქმებულია სს „ლიბერთი ბანკში“, იურიდიულ დეპარტამენტში;
  • მისთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ საკუთარი პროფესიული განვითარება, არამედ ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება სტუდენტებთან, მათი პროფესიული ზრდის მხარდაჭერა და პრაქტიკული გამოწვევების გადალახვაში დახმარება.