ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • კომპანიის მარკეტინგისა და კორპორაციული კომუნიკაციების გრძელვადიანი სტრატეგიის შემუშავება/ხელმძღვანელობა;
  • ბრენდ-მენეჯმენტის შეფასება და სათანადო პროცესების გაუმჯობესებისთვის საჭირო მიზნების დასახვა, დროში გაწერილი გეგმის შედგენა და ხელმძღვანელობა, ბრენდის გაიდლაინების ჩამოყალიბება/მართვა;
  • მარკეტინგისა და კომუნიკაციების კუთხით საჭირო ბიუჯეტირების საკითხების ჩამოყალიბება და მონიტორინგი;
  • სტუმრებთან, კომპანიის პარტნიორებთან და თანამშრომლებთან დაკავშირებული მონაცემების, სტატისტიკებისა და მეტრიკების დამუშავება მარკეტინგული თვალსაზრისით;
  • კომპანიის მარკეტინგული რესურსების ეფექტურად განაწილების უზრუნველყოფა;
  • ბაზარზე არსებული ტრენდების სისტემატური მონიტორინგი და მათი გათვალისწინება სტრატეგიული მიზნების კუთხით;
  • მჭიდრო თანამშრომლობა კომპანიის მფლობელობასა და მართვაში შემავალი ობიექტების საოპერაციო და ადმინისტრაციულ გუნდებთან, შიდა და გარე მარკეტინგული/საკომუნიკაციო საჭიროებების კვლევისა და სამუშაო პროცესების ეფექტურად მართვისთვის;
  • მარკეტინგისა და კომუნიკაციების შიდა და გარე (Oursource-პარტნიორები) გუნდების ეფექტურად მართვა, მათ კარიერულ განვითარებასა და კვალიფიკაციის ამაღლებაზე ზრუნვა;
  • კომპანიის ციფრული მარკეტინგის სტრატეგიის შემუშავება, სოციალური მედიის ეფექტურად მართვის უზრუნველყოფა;
  • კომპანიისთვის მარკეტინგული კონტენტის შექმნის, ქოფირაითინგისა და გრაფიკული დიზაინისთვის საჭირო პროცედურების ეფექტურად განხორციელება, სათანადო შიდა/გარე თანამშრომლებისგან/კომპანიებისგან მიღებული რეპორტების დამუშავება;
  • მარკეტინგული კამპანიებისა და ინიციატივების დამუშავება/წარდგენა უშუალო ხელმძღვანელებსა და სხვა რელევანტურ პირებთან;
  • კომპანიის წარდგენა მედიასთან, საჯარო შეხვედრებსა თუ კონფერენციებზე, მარკეტინგული და საკომუნიკაციო თვალსაზრისით.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება მარკეტინგისა და კორპორატიული კომუნიკაციების მიმართულებით;
  • ინგლისური ენის ცოდნა ვერბალური/არავერბალური, სრულყოფილი კომუნიკაციისა და რეპორტინგის დონეზე;
  • კომპიუტერული და საოფისე პროგრამების ცოდნა;
  • პასუხისმგებლიანობა, გუნდური მუშაობის უნარი, ეფექტური კომუნიკაციის უნარები;
  • ორგანიზებულობა, დისციპლინურობა, პუნქტუალურობა;
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება სტუმარ-მასპინძლობის ინდუსტრიაში ჩაითვლება უპირატესობად.