რას გთავაზობთ:
- სტაბილურ და განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს
- პროფესიული ზრდის შესაძლებლობას ლოჯისტიკისა და სატრანსპორტო სფეროში
- მეგობრულ გუნდს და მხარდაჭერას ყოველდღიურ საქმიანობაში
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- ლოჯისტიკური დოკუმენტაციის მომზადება და კონტროლი (CRM, დეკლარაცია, ინვოისი და სხვა)
- ყოველდღიური გადაზიდვების მონიტორინგი და პარტნიორებთან ინფორმაციის გაცვლა
- განბაჟების პროცესის კოორდინაცია და პრობლემის არსებობის შემთხვევაში ინფორმაციის დროული მიწოდება
- ტვირთების მოძრაობის სრული ციკლის დოკუმენტური აღრიცხვა და დაარქივება
- მოსალოდნელ ტვირთებზე დაზღვევის პროცესის მხარდაჭერა
- პარტნიორების ინფორმირება ტვირთის სტატუსისა და სავარაუდო ჩასვლის ვადებზე
- შესრულებული გადაზიდვების შეფასებების მიღება და აღრიცხვა
- შიდა დეპარტამენტებთან აქტიური კომუნიკაცია და ინფორმაციის გაცვლა
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
- საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Excel აუცილებელია)
- ინფორმაციის სწრაფად დამუშავებისა და ორგანიზების უნარი
- დეტალებზე ორიენტირებული და მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
- ინგლისური ენის მაღალ დონეზე ფლობა (აუცილებელია), რუსული — სასურველია