კურსის შესახებ
მიზანი
გუნდის მართვის პრაქტიკული კურსის მიზანია განავითაროს საშუალო რგოლის მენეჯერები ისეთ ლიდერებად, რომლებიც პროცესების მართვასთან ერთად ზრუნავენ გუნდის წევრების უნარებისა და პოტენციალის განვითარებაზე, რაც ხელს უწყობს გუნდების უფრო მაღალი ჩართულობით, ინიციატივითა და შედეგებზე ორიენტაციით მუშაობას, კომპანიის ბიზნეს მიზნების მისაღწევად.
სასწავლო კურსის შედეგები
კურსის დასრულების შემდეგ სტუდენტები შეძლებენ:
- სტრუქტურის ეფექტურად დაგეგმვასა და როლების მკაფიოდ განსაზღვრას;
- პროცესების რუკების შედგენას, ანალიზსა და ოპტიმიზაციას;
- გააცნობიერონ არაეფექტური მენეჯერული მართვის (მიკრომენეჯმენტი, ზედმეტად დისტანციური ან ავტორიტარული მიდგომა) გავლენა გუნდზე;
- ჩამოაყალიბონ დაბალანსებული, ჩართულობასა და განვითარებაზე ორიენტირებული მართვის სტილი;
- დაეუფლონ პრობლემების ეფექტურად იდენტიფიცირებასა და აღმოფხვრის ინსტრუმენტებს;
- შეისწავლონ სამოტივაციო სისტემები და უკუკავშირის ეფექტურად მიწოდების ტექნიკები;
- შეეძლებათ შექმნან გუნდის წევრების ინდივიდუალური განვითარების გეგმები (PDP);
- გაეცნობიან დელეგირების ძირითად გამოწვევებს და მათი აღმოფხვრის გზებს;
- შეეძლებათ ძირითადი შესრულების ინდიკატორების (KPI) განსაზღვრა და ანალიზი;
- დაეუფლებიან კონფლიქტის მოგვარების ეფექტურ სტრატეგიებს და შეძლებენ გუნდში ჯანსაღი სამუშაო გარემოს შექმნას;
- გააუმჯობესებენ მენეჯმენტთან და დაქვემდებარებულ გუნდთან კომუნიკაციის უნარებს და ისწავლიან მოლოდინების ეფექტურად მართვას;
- შეუსწავლიან როგორ გაუმკლავდნენ კოგნიტურ მიკერძოებებს გუნდურ გარემოში.
ლექტორები
ლიკა კოვზირიძე
- ლიკა კოვზირიძე – ბიზნეს საკონსულტაციო და მომსახურების კომპანია SMART Support-ის მმართველი პარტნიორი, 20 წლიანი გამოცდილებით მომსახურების სფეროში, მათ შორის 15 წლიანი მართვის გამოცდილებით;
- ლიკას მართვის გამოცდილება კვლევით ინდუსტრიაში დაიწყო, საერთაშორისო კომპანია Taylor Nealson Sofres-ში, სადაც მან შეისწავლა საერთაშორისო კომპანიის სამუშაო სტანდარტები და სტარტაპში მუშაობის სპეციფიკა;
- სააგენტოს შემდეგ, ლიკას კარიერა ბიზნესის მხარეს, საქართველოს ბანკსა და მულტინაციონალურ თამბაქოს მწარმოებელ კომპანია Japan Tobacco International-ს უკავშირდება, სადაც მან ღირებული და მნიშვნელოვანი ცოდნა დააგროვა, გაეცნო საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკებს, როგორც თანამშრომლების მართვის, ასევე სტრატეგიული დაგეგმვის მიმართულებით;
- 2015 წლის შემდეგ, ლიკას კარიერა კვლავ მომსახურების სფეროს, კვლევასა და HR აუთსორსინგს უკავშირდება და მას შემდეგ მმართველ პოზიციებს იკავებს, როგორც ქართულ, ასევე საერთაშორისო კვლევით კომპანიაში;
- 2023 წელს კი, ლიკამ დააარსა საკონსულტაციო კომპანია, სადაც გააერთიანა ყველა ის მიმართულება რაშიც გამოცდილება მიიღო და მიზნად დაისახა მომხმარებლის მხარდაჭერა ბიზნეს ამოცანების გადასაჭრელად;
- გარდა ძირითადი საქმიანობისა SMART Support-ში, ლიკა სმარტ აკადემიასთან ერთად ზრუნავს ცოდნის გაზიარებასა და ისეთი კურსების შექმნაზე, რომლებიც ახალი პროფესიების შეძენასა და არსებული ცოდნის გაღრმავებაში ეხმარება დაინტერესებულ პირებს;
- სწავლა და განვითარება ლიკას მნიშვნელოვანი ღირებულებაა, ამიტომ თავადაც მუდმივად განვითარებაზეა ორიენტირებული. გავლილი აქვს CU MBA, CIMA, Strategic Leadership Simulation (Michael Kouly), The Science of Well-Being (Yale University), Certified Coach (Erickson Coaching International), არის Kaizen-ის ფილოსოფიის მიმდევარი, გაციფრულებისა და ავტომატიზაციის მოყვარული.
ოლგა ნებიერიძე
- ოლგა ნებიერიძე არის Chief People Officer კომპანია Cubicon-ში
- მანამდე იყო აუდიტორული და ბუღალტრული სერვისების კომპანია FINO-ს საოპერაციო დირექტორი, რომელშიც მრავალფეროვანი და საინტერესო პროფესიული გამოცდილება მიიღო;
- თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის წარმატებით დამთავრების შემდეგ, მან კარიერა განავითარა სხვადასხვა სფეროში;
- მას აქვს გაყიდვების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება და ასევე წარმატებით მართავდა პროექტებს, როგორც ფრილანსერი. განსაკუთრებულ ინტერესს იჩენს ადამიანის ქცევის ბიოლოგიის, კოგნიტური მიკერძოებებისა და მათი გავლენის შესწავლის მიმართ მენეჯმენტსა და ბიზნეს პროცესებზე. შესწავლილი აქვს AGILE და SCRUM მეთოდოლოგიები და ჩართული იყო FINO-ში ამ მეთოდოლოგიით პროექტების მართვის დანერგვის პროცესში;
- უკვე ათი წელია, რაც ოლგა აქტიურად არის ჩართული ფინანსების სფეროში, გავლილი აქვს ACCA სერტიფიცირებული პროგრამა.
