ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები
- ახალი მომწოდებლების მოძიების უზრუნველყოფა, კომპანიის პრიორიტეტების და ინტერესების შესაბამისად;
- კომპანიის გაყიდვების გეგმების შესრულების ხელშეწყობის მიზნით, მომწოდებლებისგან წარმოებისა და გამოგზავნის საუკეთესო პირობების მიღება, როგორც ფასის, ასევე ლოჯისტიკურ ნაწილში;
- კომპანიის მომწოდებელ კომპანიებთან გრძელვადიანი და მდგრადი ურთიერთობების განვითარება, კომპანიის ინტერესების მაქსიმალური გათვალისწინებით;
- პროდუქტების ფასების მუდმივი შედარება კონკურენტებთან, მომწოდებლების რეგულარული მონიტორინგი საუკეთესო ფასის მისაღებად;
- მოძიებული სარეალიზაციო პროდუქციის ხარისხის კონტროლი;
- არსებულ მომწოდებლებთან გრძელვადიანი ურთიერთობების შენარჩუნება და ფასების მუდმივი მონიტორინგი, სააქციო პირობის ფარგლებში ახალი დამატებითი პირობების მიღება;
- შესყიდვის პროცესების დაგეგმვა, განხორციელება და სრული პროცესის კონტროლი; თანმხლები დოკუმენტაციის, ხელშეკრულებების და ინვოისების კონტროლი;
- სატრანსპორტო კომპანიებთან კომუნიკაცია, ტრანსპორტირების და საბაჟო პროცედურების კონტროლი;
- ადგილობრივი შესყიდვების ორგანიზება და ხარჯების კონტროლი;
- ყველა სხვა მოვალეობა, რაც დაკავშირებულია უშუალოდ კომპეტენციასთან;
- პერიოდული რეპორტინგის წარმოება და უშუალო ხელმძღვანელისთვის მიწოდება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება;
- შესყიდვების სფეროში მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება; სასურველია საერთაშორისო ბაზარზე გამოცდილება.
- სამედიცინო პროდუქციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
- უცხო ენები: ინგლისური/რუსული ენების სრულყოფილად ცოდნა სავალდებულოა, ხოლო დამატებითი ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
- სასურველია საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა;