7 მარტიდან პრაქტიკაზე დაფუძნებულ HR მენეჯმენტის განახლებულ კურსს ვიწყებთ, რომელსაც საქართველოს საგანმანათლებლო სივრცეში ანალოგი არ მოეპოვება.
ინტენსიური კურსი სმარტ აკადემიისა და SMART Support-ის კოლაბორაციით შეიქმნა, რომლის ფარგლებშიც, სალექციო შეხვედრების პარალელურად, სტუდენტები გაივლიან რეკრუტინგის 3 თვიან პრაქტიკას SMART Support-ში.
HR მენეჯმენტის კურსი აერთიანებს 54 სალექციო და 63 პრაქტიკულ საათს, რომელიც მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორებიცაა:
• ადამიანური რესურსების მართვის ძირითადი პრინციპები, მიზნები, ამოცანები და ადმინისტრაციული პროცესები;
• თანამშრომელთა შეფასების ძირითადი ინდიკატორები;
• შერჩევის ეტაპების ეფექტურად წარმართვა და სტრატეგიის შემუშავება;
• HRM მეტრიკები;
• ეფექტური შრომითი ანაზღაურების სქემების შექმნა;
• შეფასების სისტემების დანერგვა და განვითარება ორგანიზაციაში;
• ტრენინგების დაგეგმვა, ორგანიზება, განხორციელება და უკუკავშირი;
• პროცესების, პროცედურებისა და პოლიტიკების გაზომვა და შეფასება.
განაცხადი შემოიტანე აქ:
https://smartacademy.ge/trainings/30-HR-Management