კურსი ” HR მენეჯმენტი პრაქტიკაში” დაიწყო, პროგრამის ფარგლებში მონაწილეები ეტაპობრივად გაეცნობიან HR-ის სრულ ციკლს შერჩევის პროცესიდან, ადმინისტრირებისა და შრომითი ურთიერთობების მართვა, შეფასებისა და განვითარების სისტემებამდე. კურსი აერთიანებს როგორც თეორიულ საფუძვლებს, ისე პრაქტიკულ ინსტრუმენტებს, რომლებიც რეალურ სამუშაო პროცესში გამოიყენება.

სწავლების პროცესში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა მონაცემებთან მუშაობას — Excel-ისა და Google Sheets-ის გამოყენებით. მონაწილეები მუშაობენ ფუნქციებზე, მონაცემთა დამუშავებასა და ინტერპრეტაციაზე, რაც მათ ეხმარება HR პროცესების ეფექტურად მართვაში.

პროგრამა ასევე მოიცავს შერჩევის სრულ პროცესს — სამუშაო ანალიზიდან და კანდიდატის პროფილის შექმნიდან, ინტერვიუს ჩატარებამდე და საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე. პარალელურად განიხილება თანამედროვე მიდგომები, მათ შორის Tech რეკრუტინგი და ციფრული ტრანსფორმაციის გავლენა HR პროცესებზე.

კურსის მნიშვნელოვანი ნაწილი ეთმობა HR ადმინისტრირებასა და შრომით სამართალს — დოკუმენტაციის მართვას, შრომითი ურთიერთობების ადმინისტრირებას, ასევე თანამშრომლებთან დაკავშირებული პროცესების სწორად ორგანიზებას.

მონაწილეები ასევე გაეცნობიან შეფასებისა და განვითარების სისტემებს — KPI, MBO, OKR მოდელებს, 180° და 360° შეფასების ინსტრუმენტებს, ტალანტების იდენტიფიცირების მიდგომებს (9 Grid Box) და პერსონალური განვითარების გეგმების (PDP) შექმნას.

კურსის განმავლობაში მონაწილეები მუშაობენ რეალურ ქეისებზე, აანალიზებენ სხვადასხვა HR პროცესს და ეუფლებიან იმ უნარებს, რომლებიც აუცილებელია თანამედროვე სამუშაო გარემოში — მათ შორის უკუკავშირის მიცემა, მოტივაციის მართვა და ორგანიზაციული სწავლების დაგეგმვა.

სტუდენტებს აქვთ შესაძლებლობა მათთვის საინტერესო მიმართულების პრაქტიკა გაიარონ შემდეგ მიმართულებებში:

– ადმინისტრირება
-სტრატეგიული HR
-Payroll
-რეკრუტინგი

პრაქტიკული შეხვედრების ფარგლებში სტუდენტები ამზადებენ საკუთარ მოდელებს, მუშაობენ სხვადასხვა ამოცანებზე და სწავლობენ პროცესების სტრუქტურირებას, რაც HR ფუნქციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია.

კურსის დასრულებისას მონაწილეებს ექნებათ არა მხოლოდ თეორიული ცოდნა, არამედ პრაქტიკაში გამოყენებადი უნარები და ინსტრუმენტები, რომლებიც მათ ყოველდღიურ სამუშაო პროცესში დაეხმარება.