3 სექტემბერს HR მენეჯმენტის და რეკრუტინგის პრაქტიკის კურსის მესამე ნაკადი დაიწყო. ამ 2 თვის განმავლობაში სტუდენტებმა მოისმინეს ლექციები HR-ის როლის, შერჩევის, IT & Tech შერჩევისა და ადმინისტრირების მიმართულებების შესახებ, პრაქტიკაში კი, გაიარეს შემდეგი ეტაპები:

– გაეცნენ სამუშაო აღწერილობას და პოზიციების მოთხოვნებს

– დაგეგმეს შერჩევის პროცესი

– მოიძიეს მოთხოვნის შესაბამისი კანდიდატები

– დაგეგმეს და დაესწრნენ გასაუბრებებს

– გაეცნენ კანდიდატების შეფასების პრინციპებს

გვინდა გაგიზიაროთ სტუდენტების შეფასებები კურსის შესახებ:

,,კურსი ძალიან საინტერესოდ მიმდინარეობს,განსაკუთრებით რეკრუტინგის პრაქტიკა. მინდა გამოვარჩიო ლექტორები და მთლიანად გუნდი, რომლებისგანაც დადებითი ენერგია და მუხტი მოდის,რაც ჩვენზეც საოცარ ზეგავლენას ახდენს.”

,,მაქსიმალურად მორგებულია კურსი თითოეულ სტუდენტზე, ლექციები ძალიან საინტერესო და სიახლეებით სავსეა. ჩემთვის თითოეული ლექცია რაღაც ახლის შესაწავლასთან ასოცირდება, რაც უფრო მეტად სასიამოვნოს ხდის სწავლის პროცესს”

,,ყველა ლექცია ინფორმატიულია, იგრძნობა თითოეულ შეხვედრაზე ლექტორების განსაკუთრებული მონდომება, რაც ,რა თქმა უნდა, დასაფასებელია. განსაკუთრებით მომწონს რეკრუტინგის პრაქტიკისა და ექსელის ნაწილი, მეძლევა შესაძლებლობა რომ საჭირო უნარები და გამოცდილებები მივიღო, რაც ცალსახად აისახება ჩემს სამუშაო პროცესზე. მადლობა ლექტორებს და მთლიანად გუნდს დაუღალავი შრომისა და ცოდნასთან ერთად დადებითი ემოციების გაზიარებისთვის.”

,,მინდა აღვნიშნო, რომ სწავლების პროცესი ძალიან საინტერესოა, მომეწონა ის რომ თეორიულ ნაწილთან ერთად პრაქტიკის შესაძლებლობაც გვაქვს, რაც აღრმავებს მიღებული ცოდნის ხარისხს. განსაკუთრებით გამოვარჩევ ლექტორების წვლილი, რადგან მათი დამსახურებაა რომ ამ სფერომ ჩემში კიდევ უფრო დიდი ინტერესი გამოიწვია.”

,,საკმაოდ საინტერესო კურსია, განსაკუთრებით მომწონს პრაქტიკის პროცესი, სადაც მიღებული თეორიული ინფორმაციის გამოყენების შესაძლებლობა მაქვს, ვფიქრობ რომ სწორედ ეს ხდის ამ კურსს განსაკუთრებულს.”