HR მენეჯმენტისა და რეკრუტინგის პრაქტიკის კურსის IV ნაკადი აქტიურად მიმდინარეობს. პირველი ნაწილი დაეთმო სტრატეგიულ HR-სა და შერჩევის პროცესებს, რამაც მონაწილეებს საშუალება მისცა ღრმად ჩასწვდნენ თანამედროვე HR-ის როლსა და მნიშვნელობას ორგანიზაციაში.
გიზიარებთ სტუდენტების უკუკავშირს:
“სასწავლო პროცესის განმავლობაში, თეორიული მასალა სრულყოფილადაა მოწოდებული შესაბამისი თემის ირგვლივ რაც საინტერესოდ გადმოიცემალექციის მსველელობისას.”
“კურსის პრაქტიკულ ნაწილში, ისეთი სავარჯიშოებისა და დავალებების გაკეთება გვიწევს, რაც სრულიად შეესაბამება მოცემულ კურსს. შეიძლება ითქვას რომ პრაქტიკული ნაწილის შემდეგ საფუძვლიანი ცოდნა გვექნება შერჩევის მიმართულებით გავლილი თემების შესახებ, რაც დიდ როლს ითამაშებს უშუალოდ სამსახურეობროვი საქმის შესრულების დროს.”
“კარგი მასალაა და სასწავლო პროცესს დადებითად შევაფასებდი. პრაქტიკული ნაწილი ძალიან საინტერესო და მართლაც პრაქტიკულია.”