ძირითადი ფუნქცია – მოვალეობები:

  • კომპანიის სხვადასხვა მიმართულებით პროექტების მართვაში ჩართულობა და ხელმძღვანელობა;
  • საპროექტო ნახაზების შესწავლა და გარჩევა , მშენებლობის გრაფიკთან პროექტის შესრულების თანმიმდევრობის და შესაბამისობის დაგეგმვა;
  • კომპანიის პროექტებში ჩართულ მხარეებთან კომუნიკაცია;
  • თითოეული პროექტის ფარგლებში, პროექტ-მენეჯერებთან ერთად დეტალური გეგმა- გრაფიკის გაწერა და შესრულების კონტროლი;
  • თითოეული პროექტის ფარგლებში, პროექტებისთვის საჭირო პერსონალის საბაზრო ღირებულების კვლევა , კომპანიის მიზნებისთვის საჭირო ბრიგადების მოძიება და დაკონტრაქტება;
  • სამშენებლო მასალებით ობიექტების დროული უზრუნველყოფის კონტროლი;
  • სპეციალისტების რაოდენობის, გამოსაყენებლი ხელსაწყოების, მანქანა -მექანიზმების მომსახურების განსაზღვრა გაწერილი გრაფიკით ;
  • შესასყიდი მასალების რაოდენობის სისწორის კონტროლი;
  • პროექტ-მენეჯერებთან ერთად, სამშენებლო ობიექტზე რესურსის სწორად გადანაწილების სისწორის კონტროლი;
  • საპროექტო გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღება ;
  • სამუშაოების შესრულებისას, სამშენებლო სამუშაოების ყოველდღიური, თანმიმდევრულად გაწერილი აქტების ( ჟურნალის ) წარმოება / წარმოებაზე ზრუნვა ;
  • გეგმების, ნახაზების და მოცულობების გადამოწმება და შესრულებული სამუშაოს ხარისხის შემოწმება /კონტროლი. ხარვეზების შემთხვევაში მათი აღმოფხვრის უზრუნველსაყოფად მითითებების მიცემა.
  • არასაკმარისი ინფორმაციის შემთხვევაში ამ ინფორმაციის გამოთხოვა , რისკების შეფასება და დაინტერესებული მხარეების ინფორმირება რისკების და სავარაუდო ფინანსური თუ ტექნიკური შედეგების შესახებ ;
  • კომპანიის ტექნიკური ბიუჯეტის დაგეგმვა, ხარჯვითი ნაწილის კონტროლი;
  • სხვადასხვა ფინანსური გადარიცხვების დანიშნულება/მიზნობრიობის მონიტორინგი;
  • დაქვემდებარებული განყოფილებების სამუშაოების კოორდინირება და შესრულებული სამუშაოს ზედამხედველობა/კონტროლი;
  • დაქვემდებარებული განყოფილებების მუშაობის ხარისხის გასაუმჯობესებლად, იდეების ინიცირება და განხორციელება ;
  • სხვადასხვა ტიპის ანგარიშგებების (რეპორტების ) მომზადება ;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება – სამშენებლო/საინჟინრო მიმართულებით;
  • კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;
  • პროგრამების: Autocad და Archicad ცოდნა ;
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 5 წლიანი გამოცდილება