ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • დღის საწარმოო გეგმის შესაბამისად დანადგარისა და სამუშაო პროცესისთვის მომზადება, დანადგართან მუშაობა და დანადგარის მართვა;
  • პერიოდულად, დანადგარის გეგმიური სამუშაოების ჩატარება, საჭიროებისამებრ, დანადგარების ნაწილების შეცვლა და შეკეთება კომპეტენციის ფარგლებში (ზეთის დამატებადა შეზეთვა, ჭიქის დამფასოებელ დანადგარში პერიოდულად ცეპის დაზეთვა და ა.შ);
  • ტარა-მასალების დანადგარში ჩალაგების, დანადგარის საშუალებით ჩამოსხმისა და დაფასოების პროცესის კოორდინირება;
  • დანადგარის მუშაობის პროცესში წარმოქმნილი ტექნიკური პროცესების მონიტორინგი, კონტროლი და ხარვეზების არსებობის შემთხვევაში უშუალო ხელმძღვანელის დროული ინფორმირება;
  • სამუშაოს დასრულების შემდეგ სამუშაო ადგილისა და დანადგარის რეცხვა-დეზინფექცია;
  • სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა (ქუდის, ხელთათმანის, სამუშაო ფორმის ტარება).

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
 

  • საშუალო განათლება;
  • დანადგარებთან და ავტომატიზირებულ სისტემებთან მუშაობის გამოცდილება;
  • სიზუსტესა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • რაოდენობრივი და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • დროული რეაგირებისა და რაციონალური გადაწყვეტილებების მიღების უნარი;
  • შრომისმოყვარეობა და პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი;
  • გუნდური მუშაობის  უნარი.