ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- გაყიდვების შემდგომი მომსახურების სამუშაო პროცესის კოორდინირება და მართვა;
- კორპუსის მენეჯერისა და პროვაიდერების ონბორდინგის პროცესის მართვა;
- არსებული პროვაიდერებისთვის ვებ-გვერდზე განთავსების შეთავაზება/გაყიდვა;
- არსებული მომხმარებლების განვითარებაზე ზრუნვა, დამატებითი სერვისების გაყიდვა;
- პრობლემური მომხმარებლები და დემონტაჟები – მომხმარებლებთან კომუნიკაცია, პრობლემის მოკვლევა, მისამართის შენარჩუნება;
- ამხანაგობების გადარიცხვების მონიტორინგი და პროგრამული დადასტურება;
- კორპუსის მენეჯერისთვის რეპორტების და ამონაწერების მომზადების ორგანიზება და შესაბამისი პირებისთვის მიწოდება;
- საჭიროების შემთხვევაში სამეზობლოს მენეჯერებთან შეხვედრების ჩატარება;
- ბიზნეს პორტალზე სხვადასხვა ცვლილებისა და ოპერაციების ასახვა;
- დაქვემდებარებული თანამშრომლების სამუშაო დროის მართვა: შიფტი/შესვენება/შვებულება/ბიულეტენი;
- გუნდის KPI-ების შემუშავება და შესრულების მონიტორიგნი;
- გუნდის სამუშაო პროცესის მონიტორინგი, საჭიროების შემთხვევაში პრობლემის აღმოფხვრაში დახმარება;
- შეფასების სისტემის მართვა, ბონუსის დაანგარიშება, გეიმიფიკაციის პოლიტიკის გატარება, გამარჯვებულების გამოვლენა;
- ყოველდღიურად სამუშაო პროცესის შედეგების/ხარვეზების განხილვის მიზნით 1on1 შეხვედრების ჩატარება;
- ახალი თანამშრომლის გადამზადება, ონბორდინგ პროგრამის შემუშავებაში მონაწილეობის მიღება, მართვა;
- საჭიროებისამებრ არსებული თანამშრომლების გადამზადება/ტესტირება;
- უშუალო ხელმძღვანელისთვის ყოველდღიური/ყოველკვირეული/ყოველთვიური რეპორტების წარმოება/წარდგენა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- გაყიდვების მიმართულებით მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება
- მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება
- გუნდის მართვის გამოცდილება
- კომუნიკაციის კარგი უნარი
- ინგლისური ენის ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე (B2)