ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- მარკეტინგული გეგმის, აქტივობების, პოლიტიკისა და პროცესების შემუშავებასა და მართვაში მონაწილეობის მიღება;
- კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით სტრატეგიის შემუშავება, სამოქმედო გეგმის გაწერა:
- სიესარ პროექტების განხორციელებისთვის საჭირო მოლაპარაკებების წარმოება;
- ხარჯთაღრიცხვის შედგენა, დასამტკიცებლად წარდგენა;
- პროექტში მონაწილე პერსონალთან კომუნიკაცია, სამუშაო დავალებების გადანაწილება, ჩართულობის უზრუნველყოფა, აღსრულება;
- აღსრულების შემდეგ ანგარიშგება (შესაბამისი დოკუმენტაციის შექმნა).
- დეპარტამენტის თანამშრომლებისთვის პერიოდული შეხვედრების უზრუნველყოფა;
- ახალი თანამშრომლის სწავლებისა და ადაპტაციის პროცესის ორგანიზება;
- საკუთარი სამუშაო სპეციფიკიდან გამომდინარე, ორგანიზაციის მიზნებისა და ამოცანების შესაბამისად, უშუალო ხელმძღვანელის დავალებით, კომპეტენციის ფარგლებში, სხვა უფლებამოსილების განხორციელება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება, ბიზნესის ადმინისტრირების/მარკეტინგის მიმართულებით (მაგისტრის ხარისხი);
- სამუშაო გამოცდილება 3 წლიანი, მარკეტინგის ან/და PR-ის მიმართულებით;
- სასურველია 1 წლიანი მენეჯერული გამოცდილება;
- Microsoft Office (Word – კარგად, Excel – კარგად);
- ევროპული ენები (რუსული, ინგლისური), B2 დონე.
პიროვნული თვისებები და უნარები:
- დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
- კომუნიკაბელურობა;
- პუნქტუალურობა;
- მუდმივ განვითარებაზე ორიენტირებულობა;
- სტრესულ სიტუაციაში ეფექტურად მუშაობის შესაძლებლობა;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.