ძირითადი მოვალეობები:
- მსხვილ კორპორატიულ კლიენტებზე პირდაპირი გაყიდვების გზით გაყიდვების წარმოება და წინასწარ განსაზღვრული გაყიდვების გეგმის შესრულების უზრუნველყოფა;
- ბაზრის სეგმენტების განსაზღვრა, ტენდენციების დადგენა და შესაბამისი გეგმების შემუშავება;
- ვიპ და სტრატეგიული კლიენტების იდენტიფიცირება და მოლაპარაკებების წარმოება;
- არსებული პორფელის განვითარება, მომხმარებელთა უკუკავშირის შეგროვება და ანალიზი;
- ვიპ და სტრატეგიულ მომხმარებლებთან შესაბამისი კომუნიკაციის წარმართვა, პროცესის სრული მონიტორინგი;
- კლიენტებისთვის მომსახურების მაღალი ხარისხის უზრუნველყოფა, ინფორმაციის დროულად და სრულყოფილად გაცვლა;
- გაყიდვების შესრულების მონიტორინგი და პროცესების გაუმჯობესების საჭიროების განსაზღვრა;
- კონკურენტული გარემოს მონიტორინგი და შესაბამისი ქმედებების დაგეგმვა;
- კერძო და სახელმწიფო სექტორის მიერ გამოცხადებული ტენდერების დამუშავება, კომპანიაში არსებული წესებისა და სატენდერო მოთხოვნების სრული დაცვით;
- რისკების პირველადი ანალიზი და მჭიდრო კოლაბორაცია კომპანიის ანდერაიტინგის დეპარტამენტთან;
- ვიპ და სტრატეგიული გაყიდვების გუნდისთვის შესაბამისი დავალებების მიცემა და შესრულების კოორდინირება;
- ყოველთვიური გაყიდვების მონაცემების ანალიზი და მენეჯმენტისთვის ანგარიშების მომზადება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება (სასურველია ბიზნესის ადმინისტრირების ან მარკეტინგის მიმართულებით)
- მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება გაყიდვების მიმართულებით, სასურველია სადაზღვევო სფეროში.
- ინგლისური და რუსული ენების ცოდნა მაღალ დონეზე.
- გაყიდვების პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება (CRM სისტემები და სხვა)
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების ფლობა (Word, Excel, PowerPoint, Outlook);
პიროვნული უნარ-ჩვევები:
- ორგანიზებულობა;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- პრეზენტაციის წარდგენის და მოლაპარაკების უნარი;
- ანალიტიკური აზროვნების უნარი;
- დროის ეფექტური მართვის უნარი;
- დაგეგმვის და სამუშაოს ეფექტურად განაწილების უნარი;