ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • განყოფილებების მუშაობის მოკლე და გრძელვადიანი გეგმების შედგენა;
  • ტექნიკური მიმართულების წლიურ ბიუჯეტის დაგეგმვაში მონაწილეობა;
  • სამუშაოთა გადანაწილება დაქვემდებარებულ თანამშრომლებზე;
  • ქსელის ოპერირების ცენტრის ქვეგანყოფილების სამუშაო პროცესის დაგეგმვა, კონტროლი;
  • ქსელის ოპერირებისათვის საჭირო მონიტორინგის და მართვის სისტემების შერჩევა;
  • ქსელის ოპერირების ცენტრის ქვეგანყოფილების მოწოდებული მონაცემების მიხედვით სტატისტიკაზე მუშაობა და ანალიზი;
  • ქსელის უსაფრთხოების უზრუნველყოფა;
  • ქსელის ანალიზატორებთან და სერვერებთან მუშაობის გამოცდილება;
  • ქსელში აღმოჩენილი პრობლემური საკითხების აღმოსაფხვრელი ღონისძიებების დაგეგმვა და უშუალო ხელმძღვანელისთვის ინფორმაციის დაუყოვნებლივ მიწოდება;
  • სისტემატიური მონიტორინგის წარმოება ქსელის მუშაობის ხარისხის შემოწმების მიზნით;
  • IP ქსელის დიზაინის შემუშავება, აპარატურის შერჩევა, სატენდერო დოკუმენტაციის მომზადება;
  • IP ქსელის აპარატურის სწორი ექსპლუატაციის პირობების უზრუნველყოფა/კონტროლი;
  • IP ქსელის აპარატურის პროგრამული უზრუნველყოფის პერიოდული განახლების დაგეგმვა და პროცესის კონტროლი;
  • IP ქსელის ოპტიმიზაცია;
  • ტრაფიკის ზრდის მიხედვით ქსელის შესაბამის გამტარუნარიანობის უზრუნველყოფა;
  • კორპორატიულ აბონენტებთან სხვადასხვა ტიპის სერვისების აწყობა;
  • კომპეტენციის ფარგლებში, ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება ტელეკომუნიკაციების მიმართულებით;
  • მონაცემთა გადაცემის ქსელის დიზაინზე მუშაობის, მისი ოპტიმიზაციის და ოპერირების განხრით მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება. მათ შორის, მენეჯერულ პოზიციაზე;
  • მონაცემთა გადაცემის ქსელის ცოდნა;
  • სასურველია რადიო ქსელის მუშაობის პრინციპების ცოდნა;
  • CCNA და CCNP სერტიფიკატი.