ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- განყოფილებების მუშაობის მოკლე და გრძელვადიანი გეგმების შედგენა;
- ტექნიკური მიმართულების წლიურ ბიუჯეტის დაგეგმვაში მონაწილეობა;
- სამუშაოთა გადანაწილება დაქვემდებარებულ თანამშრომლებზე;
- ქსელის ოპერირების ცენტრის ქვეგანყოფილების სამუშაო პროცესის დაგეგმვა, კონტროლი;
- ქსელის ოპერირებისათვის საჭირო მონიტორინგის და მართვის სისტემების შერჩევა;
- ქსელის ოპერირების ცენტრის ქვეგანყოფილების მოწოდებული მონაცემების მიხედვით სტატისტიკაზე მუშაობა და ანალიზი;
- ქსელის უსაფრთხოების უზრუნველყოფა;
- ქსელის ანალიზატორებთან და სერვერებთან მუშაობის გამოცდილება;
- ქსელში აღმოჩენილი პრობლემური საკითხების აღმოსაფხვრელი ღონისძიებების დაგეგმვა და უშუალო ხელმძღვანელისთვის ინფორმაციის დაუყოვნებლივ მიწოდება;
- სისტემატიური მონიტორინგის წარმოება ქსელის მუშაობის ხარისხის შემოწმების მიზნით;
- IP ქსელის დიზაინის შემუშავება, აპარატურის შერჩევა, სატენდერო დოკუმენტაციის მომზადება;
- IP ქსელის აპარატურის სწორი ექსპლუატაციის პირობების უზრუნველყოფა/კონტროლი;
- IP ქსელის აპარატურის პროგრამული უზრუნველყოფის პერიოდული განახლების დაგეგმვა და პროცესის კონტროლი;
- IP ქსელის ოპტიმიზაცია;
- ტრაფიკის ზრდის მიხედვით ქსელის შესაბამის გამტარუნარიანობის უზრუნველყოფა;
- კორპორატიულ აბონენტებთან სხვადასხვა ტიპის სერვისების აწყობა;
- კომპეტენციის ფარგლებში, ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ტელეკომუნიკაციების მიმართულებით;
- მონაცემთა გადაცემის ქსელის დიზაინზე მუშაობის, მისი ოპტიმიზაციის და ოპერირების განხრით მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება. მათ შორის, მენეჯერულ პოზიციაზე;
- მონაცემთა გადაცემის ქსელის ცოდნა;
- სასურველია რადიო ქსელის მუშაობის პრინციპების ცოდნა;
- CCNA და CCNP სერტიფიკატი.