Global Treasury Officer ის მოვალეობები:
- საბანკო და ფულადი სახსრების მართვა – უხელმძღვანელოს ფულადი სახსრების მენეჯმენტის ყველა სფეროს, მონიტორინგი გაუწიოს სამუშაო კაპიტალს, უპატრონოს და პასუხისმგებლობა აიღოს ფულადი სახსრების, ფასიანი ქაღალდების და ფინანსური აქტივების მიმართ;
- ფულადი სახსრების ყოველდღიური მართვის ოპერაციების ასისტენტირება, გადახდების, საბანკო ანგარიშის დოკუმენტაციის ორგანიზება/შენახვა და საბანკო ანგარიშის ნაშთების შეჯერება;
- კომპანიათაშორისი გადახდების მართვა FINCA Impact Finance (FIF) ქსელში;
- განახორციელოს ხელმოწერის დამტკიცების ეტაპობრივი სტრუქტურა და დააწესოს ტრანსფერის სათანადო პროცედურები და ლიმიტები;
- დააყენოს იდენტიფიკაციის და ავტორიზაციის პროცედურები ნაღდი ფულისა და საბანკო ოპერაციებისთვის;
- შეინარჩუნოს არსებული საბანკო ურთიერთობები და საჭიროებისამებრ განავითაროს ახალი ურთიერთობები ფულადი სახსრების მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად. ლიკვიდობის მართვა, დაგეგმვა და ანგარიშგება;
- შექმნას და განაახლოს ყოველკვირეული/თვიური ფინანსური მოდელები მოძრავი ფულადი ნაკადების პროგნოზებისთვის, შეადაროს რეალური ფულადი ნაკადები და გააკეთოს დისპერსიული ანალიზი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- CTP და/ან CFA ჩაითვლება უპირატესობად;
- ბაკალავრის ხარისხი ბიზნესში, ფინანსებში, ეკონომიკაში ან ბუღალტერიაში; სასურველია მაგისტრის ხარისხი;
- მინიმუმ 7 წლიანი გამოცდილება სახაზინო/ფულადი სახსრების მართვაში, აქტივების მართვაში ან ინვესტიციებში, სასურველია ფინანსური მომსახურების ინდუსტრიაში და საერთაშორისო კონტექსტში;
- გამოცდილება ფულადი ნაკადების პროგნოზირებასა და მართვაში მრავალი ერთეულისა და დონისთვის;
- პოლიტიკის, პროცედურების და სახელმძღვანელოების შემუშავების გამოცდილება მრავალი ერთეულისთვის. ცოდნა და უნარები;
- სახაზინო მენეჯმენტის, პოლიტიკის შემუშავებისა და მოძრავი პროგნოზირების მეთოდოლოგიის ღრმა ცოდნა;
- ფინანსების, საბანკო და კორპორატიული ფინანსების, კაპიტალის ბაზრების, რისკების მართვის, წარმოებულებისა და ვალუტის მართვის სიღრმისეული ცოდნა;
- ფულის ბაზრისა და საკრედიტო ბაზრის ოპერაციების სიღრმისეული ცოდნა და სესხის აღების ხელშეკრულებების სტრუქტურის გააზრება;
- FX ექსპოზიციის მართვა და ჰედჯების ინსტრუმენტების გამოყენების ცოდნა;
- Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა