დაგეგმარებისა და ბიუჯეტირების მიმართულების უფროსის მოვალეობები:

  • პროექტების ფინანსური მოდელირება და ანალიზი;
  • ახალი ბიზნესის ფინანსური მოდელირება და ანალიზი (M&A);
  • წლიური ბიუჯეტის დაგეგმარება ისტორიული მონაცემების ანალიზსა და სამომავლო გეგმებზე დაყრდნობით;
  • წლიური ბიუჯეტის / BPE წარდგენა კომპანიის აღმასრულებელი მენეჯმენტისთვის და აქციონერებისთვის;
  • თითოეული მიმწოდებლის ხარჯების სწორად წარმართვის უზრუნველყოფა, ბიუჯეტიდან ნებისმიერი გადახრის ანალიზი;
  • ყოველთვიური/კვარტალური P&L კონტროლი და ანალიზი (განყოფილებების, ინდუსტრიებისა და კლიენტების მიხედვით);
  • ყოველთვიური ანგარიშგების და ბიზნეს ფინანსური მიმოხილვების მონიტორინგი, მათ შორის ფინანსური შედეგების ძირითადი ფაქტორების ანალიზი და ბიზნესთან განხილვა;
  • ყოველი საანგარიშო პერიოდის ბოლოს სავარაუდო ფინანსურ შედეგებსა და რეალურ შედეგებს შორის განსხვავებების იდენტიფიცირება და ანალიზი;
  • დეპარტამენტის  KPI-ების კონტროლი;
  • კომპანიის მარჟის პერიოდული ანალიზი;
  • მოთხოვნის შესაბამისად მენეჯმენტისთვის ad-hoc ანგარიშებისა და ანალიზის შემუშავება;
  • მთლიანი მოგების მონიტორინგი (ფასის კონტროლი და დადასტურება).

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება ეკონომიკურ, საბანკო, აუდიტორულ, ან ფინანსურ სფეროში;
  • MS Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა;
  • ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა (B2);
  • ACCA-ის კვალიფიკაცია;
  • FMCG ინდუსტრიის ცოდნა;
  • სამუშაო გამოცდილება ფინანსური რეპორტინგის ან ფინანსური ანალიზის მიმართულებით;
  • ანალიტიკური უნარები;
  • ბიუჯეტის მართვა;
  • პროექტების მენეჯმენტი;
  • გუნდის მართვა;
  • შედეგებზე ორიენტირებულობა.