ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • მენეჯმენტთან ერთად, კომპანიის სტრატეგიის შემუშავება და მათი შესრულების მართვა, გრძელვადიანი წარმატების უზრუნველსაყოფად.
  • კომპანიის ტექნიკური დეპარტამენტის გამართული მუშაობის უზრუნველყოფა.
  • სხვა დირექტორებთან და დეპარტამენტებთან მჭიდრო თანამშრომლობა, კომპანიის შიდა პროცესების გამართვა, პროცედურების დანერგვა და მუდმივი ოპტიმიზაცია.
  • კომპანიის საკუთრებაში არსებული რესურსების შესახებ ინფორმაციის კონსოლიდაცია, ანალიზი და სწორი დაგეგმვა მათი მაქსიმალურად ეფექტურად გამოყენების მიზნით.
  • დირექტორთა საბჭორს წევრებთან ერთად, კომპანიის წლიური ბიუჯეტის დაგეგმვა, ფიქსირებული და ცვლადი დანახარჯების გათვალისწინებით და შესრულების მონიტორინგი. მინიმალური დასაკონტრაქტებელი სამუშაოების მოცულობების განსაზღვრა და მოზიდვაზე ზრუნვა. დაქვემდებარებულ სტრუქტურულ ერთეულებში ბიუჯეტის კონტროლი.
  • კომპანიისთვის მომგებიანი პროექტების მოზიდვაზე, ფინანსური მაჩვენებლების ზრდაზე და ბიზნესის განვითარებაზე ზრუნვა, შესაბამისი ინიციატივების წარდგენა დირექტორთა და სამეთვალყურეო საბჭოსთვის. მიღებულ გადაწყვეტილებებზე დაყრდნობით კონკრეტული ქმედებების დაგეგმვა, განხორციელება და კონტროლი.
  • კომპანიაში არსებული მდგომარეობის/შესაძლებლობების შეფასება და მისი განვითარებისთვის საჭირო ცვლილებების შესახებ რეკომენდაციების წარდგენა დირექტორთა და სამეთვალყურეო საბჭოსთვის.
  • ფინანსურ დირექტორთან ერთად კოორდინირებულად, პროექტის სატენდერო ეტაპიდან დასრულებამდე, სრული ციკლის ანალიზი, ბიუჯეტის დამტკიცება და მომგებიანობის მონიტორინგი.
  • პროექტების ჭრილში დაგეგმილი და ფაქტიური შესრულებების პროპორციულობის მონიტორინგი. სხვაობის შემთხვევაში, შესაბამისი გზების ძიება, აღმოფხვრის მიზნით. ინფორმაციის პერმანენტული მიწოდება დირექტორთა საბჭოსთვის.
  • ახალი ტექნოლოგიების და შესაძლებლობების განვითარება, ბაზარზე ახალი კონკურენტული უპირატესობის მოსაპოვებლად.
  • კომპანიის კონკურენტული უპირატესობების აღმოჩენა და მათზე დაყრდნობით კომპანიის სტრატეგიის შემუშავება მეტი სარგებლის მოტანის მიზნით.
  • კომპანიის დანახარჯების შემცირებაზე პერმანენტული ზრუნვა
  • კომპანიის მიერ შესრულებული სამუშაოების ხარისხის კონტროლის მექანიზმის გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა.
  • დაქვემდებარებული სტრუქტურული ერთეულების და მათი ხელმძღვანელების ეფექტური მართვა. მათთვის დასახული მიზნების და სამუშაოს შესრულების კონტროლი, ნათელი დავალებების და რეგულარული უკუკავშირის მიცემა, განვითარებაზე, მოტივაციაზე და პროდუქტიულობის გაზრდაზე ზრუნვა. საშუალო რგოლის მენეჯმენტის განვითარება/გაძლიერება.
  • სხვა დირექტორებთან და დეპარტამენტებთან მჭიდრო თანამშრომლობა კომპანიის შიდა პროცესების გამართვის და პროცედრების დანერგვის მიზნით.
  • სტრატეგიული ურთიერთობების ჩამოყალიბება საჯარო და მარეგულირებელ ორგანოებთან.
  • შიდა აუდიტის სამსახურთან თანამშრომლობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:·

  • უმაღლესი განათლება (ბაკალავრი, მაგისტრატურა) საინჟინრო-ტექნიკური, ბიზნეს ადმინისტრირების ან მენეჯმენტის მიმართულებით
  • საინჟინრო-ტექნიკური მიმართულებით მუშაობის 10 წლიანი გამოცდილება
  • მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის 7 წლიანი გამოცდილება
  • ენერგეტიკულ კომპანიაში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
  • ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა, რუსული ენის – კომუნიკაციის დონეზე.