ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- საქართველოს კანონმდებლობის და ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად საბუღალტრო-ფინანსური აღრიცხვის უზრუნველყოფა.
- ბუღალტრული ჩანაწერების, ფინანსური და სხვა ანგარიშების მომზადება, ანალიზი.
- საბანკო ოპერაციების ასახვა პროგრამაში და ნაშთის კონტროლი.
- RS პორტალიდან შესყიდვის ოპერაციების გატარება პროგრამაში.
- ფიზიკური პირების მომსახურებების ასახვა პროგრამულად.
- მივლინების თანხების გადატანა ხარჯის ანგარიშზე შესაბამისი ბრძანების საფუძველზე.
- მოიჯარე კომპანიებთან ყოველთვიური რეალიზაციების გაგზავნა.
- გაცემული ხელფასების, დაზღვევისა და დივიდენდების დარიცხვა შესაბამის ანგარიშებზე.
- დებიტორ/კრედიტორი ორგანიზაციების კონტროლი.
- სტატისტიკური მონაცემების შევსება შესაბამის პორტალზე.
- ფინანსური წლის/თვის/კვარტლის დახურვის პროცესის წარმართვა.
- საბუღალტრო ინფორმაციისა და დოკუმენტაციის შენახვა და დაარქივება.
- საჭიროების შემთხვევაში დირექტორის და უშუალო ხელმძღვანელის დავალებების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ფინანსების მიმართულებით.
- მინიმუმ 5 წლიანი სამუშაო გამოცდილება ბუღალტრის პოზიციაზე.
- 1C პროგრამაში მუშაობის გამოცდილება.
- საქართველოს საგადასახადო კოდექსის სრულყოფილი ცოდნა.
- დეკლარაციების დამუშავების გამოცდილება.
- ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა.
- საოფისე პროგრამების ცოდნა.