ძირითადი მოვალეობები:
- ტვირთებისა და ავტომობილების მოძიება, დაგეგმვა და ოპტიმალური შეხამება გადაზიდვების ორგანიზებისთვის
- კლიენტებისთვის კონკურენტული და ინდივიდუალურად მორგებული სატრანსპორტო შეთავაზებების მომზადება
- საერთაშორისო და ადგილობრივ ტვირთის მომწოდებლებთან აქტიური კომუნიკაცია და დატვირთვების ეფექტური კოორდინაცია
- მოლაპარაკებების წარმოება ფასების, პირობებისა და მარშრუტების ოპტიმიზაციის მიზნით
- ტვირთის გადაადგილების პროცესის მუდმივი მონიტორინგი და კლიენტებისთვის ინფორმაციის დროული მიწოდება კომპანიის სტანდარტების შესაბამისად
- სატრანსპორტო დოკუმენტაციის სრული ციკლის მართვა (ინვოისები, კონტრაქტები, CMR, დაზღვევა და სხვა)
- ფინანსური ოპერაციების კონტროლი (გადახდების, ჩარიცხვების და დავალიანებების მონიტორინგი)
- არსებული კლიენტების მომსახურება და ახალი პარტნიორების მოძიება და სერვისების შეთავაზება
- ლოგისტიკური პროცესების გაუმჯობესებაში აქტიური მონაწილეობა
მოთხოვნები:
- ლოგისტიკის ან სატრანსპორტო სფეროში მუშაობის გამოცდილება
- ძლიერი კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების უნარი
- ანალიტიკური აზროვნება და დეტალებზე ორიენტირებულობა
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
- გუნდური მუშაობის უნარი
- რუსული და ინგლისური ენების ცოდნა