ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები

  • ახალი მომწოდებლების მოძიების უზრუნველყოფა, კომპანიის პრიორიტეტების და ინტერესების შესაბამისად;
  •  კომპანიის გაყიდვების გეგმების შესრულების ხელშეწყობის მიზნით, მომწოდებლებისგან წარმოებისა და გამოგზავნის საუკეთესო პირობების მიღება, როგორც ფასის, ასევე ლოჯისტიკურ ნაწილში;
  •  კომპანიის მომწოდებელ კომპანიებთან გრძელვადიანი და მდგრადი ურთიერთობების განვითარება, კომპანიის ინტერესების მაქსიმალური გათვალისწინებით;
  •  პროდუქტების ფასების მუდმივი შედარება კონკურენტებთან, მომწოდებლების რეგულარული მონიტორინგი საუკეთესო ფასის მისაღებად;
  •  მოძიებული სარეალიზაციო პროდუქციის ხარისხის კონტროლი;
  •  არსებულ მომწოდებლებთან გრძელვადიანი ურთიერთობების შენარჩუნება და ფასების მუდმივი მონიტორინგი, სააქციო პირობის ფარგლებში ახალი დამატებითი პირობების მიღება;
  • შესყიდვის პროცესების დაგეგმვა, განხორციელება და სრული პროცესის კონტროლი; თანმხლები დოკუმენტაციის, ხელშეკრულებების და ინვოისების კონტროლი;
  •  სატრანსპორტო კომპანიებთან კომუნიკაცია, ტრანსპორტირების და საბაჟო პროცედურების კონტროლი;
  •  ადგილობრივი შესყიდვების ორგანიზება და ხარჯების კონტროლი;
  •  ყველა სხვა მოვალეობა, რაც დაკავშირებულია უშუალოდ კომპეტენციასთან;
  •  პერიოდული რეპორტინგის წარმოება და უშუალო ხელმძღვანელისთვის მიწოდება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება;
  •  შესყიდვების სფეროში მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება; სასურველია საერთაშორისო ბაზარზე გამოცდილება.
  •  სამედიცინო პროდუქციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  •  უცხო ენები: ინგლისური/რუსული ენების სრულყოფილად ცოდნა სავალდებულოა, ხოლო დამატებითი ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
  •  სასურველია საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა;