ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები
- მკურნალობის პროგრამების გაყიდვების ზრდა: · ახალი საერთაშორისო პარტნიორებისა (B2B) და პაციენტების (B2C) მოზიდვა ყველა შესაძლო ინსტრუმენტის და არხის გამოყენებით, რაც კლინიკის მომსახურებების პოპულარიზაციასა და პროგრამების გაყიდვების ზრდას უზრუნველყოფს. · პაციენტებისა და პარტნიორებისთვის მომსახურების პაკეტების შეთავაზება, პირობების დეტალური გაცნობა და მათი დაინტერესება კლინიკის სერვისებით. · საერთაშორისო პარტნიორებისა და პაციენტების ნდობის მოპოვება და მათი ლოიალობის გაძლიერება, რაც კლინიკის შემოსავლების ზრდის საფუძველს წარმოადგენს.
- მარკეტინგულ საქმიანობაში ჩართულობა: · კლინიკის მიერ ორგანიზებულ სემინარების კონფერენციების, გამოფენებისა თუ ვებინარების ორგანიზებაში ჩართულობა და მონაწილეობა. · მიზნობრივ ქვეყნებში პოტენციური პაციენტებთან შეხვედრების ან/და ღონისძიებების ორგანიზება და მონაწილეობა.
- პარტნიორებთან და პაციენტებთან კომუნიკაცია: · სააგენტოებთან, აგენტებთან და პაციენტებთან ურთიერთობის დამყარება და შეუფერხებელი კომუნიკაციის უზრუნველყოფა პროგრამების გაყიდვის პროცესში. · საჭიროების შემთხვევაში, მკურნალობის პროცესში მყოფ პაციენტებთან კომუნიკაციის უზრუნველყოფა. · ნეგატიური უკუკავშირის შემთხვევაში, პრობლემის იდენტიფიცირება, გამოსწორება და კეთილგანწყობის აღდგენა.
- ფინანსური ოპერაციების მონიტორინგი: · ბილინგ მენეჯერთან ერთად მკურნალობის პაკეტების ან შეთანხმებული ინვოის(ებ)ის შექმნა და ჩარიცხვების მონიტორინგი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- ინგლისური ენა – B2; რუსული ენა – B2;
- აუცილებელია რეპროდუქციული მედიცინის კლინიკაში უშუალოდ გაყიდვების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება.